კვირა, მარტი 16, 2025

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობაზე შეთანხმდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს.

“სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„დაპირისპირება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა…“ – ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ

თბილისში, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.21 წლის ახალგაზრდა ხობის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდანაა.გავრცელებული ინფორმაციით, იგი კაზინოში, დაცვაში მუშაობდა. მოკლული გიორგი ახალაიაა.მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.გი­ორ­გი ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბის თმით, გი­ორ­გი ახა­ლა­ია ბარ “სა­ხე­ლოს­ნო­ში“ მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და.“ბარ­ში და­ი­წყო და გა­რეთ გაგ­რძელ­და. იყ­ვნენ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი. მე მგო­ნი გი­ორ­გი მარ­ტო იყო. რო­გორც მი­თხრეს, გუ­ლის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი. ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი და­კარ­გა.ის ერთ-ერთ ბარ­ში მუ­შა­ობ­და დაც­ვად. ზო­გა­დად ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია, - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი „ტვ პირველთან“ საუბრისას.გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გიორგი მიქაუტაძე „ლიონი“-„ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და ამის მიუხედავად, „ლიონი“ – „ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.„ლიონი“ შინ 1:2-ის აგებდა. 77-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა.მიქაუტაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მალიკ ფოფანას (79) და ტიაგო ალმადას (90+7) გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავადაც ულამაზესი გოლი გაიტანა და სამმა ანალიტიკურმა პორტალმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.გიორგი მიქაუტაძის შეფასებები:Flashscore – 8.7;Sofascore – 9.4;Whoscored – 8.6.

გიგი უგულავა – „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი, მერი და გამგებელი დაპატიმრებული იქნება იმ სტანდარტით, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა

ივანიშვილმა შექმნა სტანდარტი, ამ სტანდარტის მიხედვით, დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება მომავალში პროკურატურას, „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ განაცხადა.მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა მერი და გამგებელი დაკავებული იქნება იმ სტანდარტით, რაც მან შექმნა“.„სააკაშვილს, ისე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რას ედავებიან? ნაძვის ხეებივით დახუნძლეს საქმეებით, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის, როდესაც სახლში რაიმეს წაღებას გვედავებიან. მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მერებს და გამგებლებს, რომლებიც არა მარტო მკვდარ სულებს და საკუთარ პარტაქტივებს ასაქმებენ, არა მარტო ფლანგავენ, არამედ პირდაპირ იპარავენ. ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკუთარ ცოლს ბაკურიანის ტყე აჩუქა. ვსაუბრობთ დასანქცირებულ მოსამართლეებზე, რომელთანაც სამართალი არაფერ შუაშია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და რაც მთავარია, 11 წლის თავზე ის ხალხი, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდათ, დაინახეს, რომ ხალხი, რომელმაც ქვეყანა მძევლად აიყვანა, ქვეყანა გააპარტახა, თურმე იმ ე.წ პიჯაკების საქმეზე – რა აბსურდზე ასამართლებენ სააკაშვილს. „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ბიძინა ივანიშვილი მაგ სტანდარტით 11 წელი ჩაჯდება, როგორც კი 2013 წლის ხარჯები, რომელსაც არ ასაჯაროვებენ, გასაჯაროვდება. პრემიერი ღარიბაშვილი მაგ სტანდარტით 10 წელი ციხეში ჩაჯდება. ნებისმიერი სხვა, რადგან არაფერი არ არის იქ განსხვავებული, რასაც არ აკეთებდა პრემიერობისას ივანიშვილი, ღარიბაშვილი და დანარჩენი პატიოსანი გვამები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისში 21 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში მოკლული 21 წლის ახალგაზრდის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.“ - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპა ზედიზედ მერვედ მოიგეს- საქართველო 🇬🇪 46:28 🇪🇸 ესპანეთი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თბილისში, ესპანეთის ნაკრებს დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა.საქართველო – ესპანეთი 46:28ლელო: კარკაძე (3), ტაბუცაძე (3), აბულაძე, ლობჟანიძე.გარდასახვა: პაპუნაშვილი (2), ნინიაშვილი ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში შეძლო „ბორჯღალოსნებისთვის“ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაეწია. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ, რითაც ესპანელებმა ისარგებლეს და ერთ ეპიზოდში 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ პირველვე ტაიმში მოახერხეს მობილიზება, ტა ტაიმის ბოლომდე სამი ლელოს დადება შეძლეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და პირველი ნახევარი 17:16 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფფრო უკეთესად ჩაატარა მეორე ტაიმი, მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით)საბოლოოდ საქართველომ 46:28 მოიგო და რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიგო.

ბოლო სიახლეები