ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

მარკო რუბიო – დაუღალავად ვიმუშავებ, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას.

სახელმწიფო მდივანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ დაუღალავად იმუშავებს, ვიდრე ღაზის სექტორში მყოფი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და, უფრო მეტიც, განვაცხადეთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან; მეტიც, გვინდა, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს, შესაძლოა, იყოს ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. „დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მასზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ, გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა, იკვეთებოდა მათ შორის ამერიკული დაფინანსება, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის მნიშვნელოვანი

სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიესალმება დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. „ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ აქ საუბარი იყო, პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე. რაც ხელის გულზე დევს. თქვენ ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ ასევე დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით მაგალითად რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს – მნიშვნელობა არ აქვს ვინ საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად. რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით მაგალითად რუსეთს და ამერიკას, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ და პირადდ პრეზიდნეტის გადაწყვეტილებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი 5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს 2025 წლის 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ ნანუკა ჟორჟოლიანს სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც  ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლის  აცილება მოითხოვა, თუმცა მანუჩარ ცაცუამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ მძღოლებს აფრთხილებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ტრამპმა საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა აგენტი, რომელმაც ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსად აგენტი შონ კერანი დანიშნა, რომელმაც 2024 წლის ივლისში ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა. „მან დაამტკიცა უშიშარი მამაცობა, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბატლერში, პენსილვანიის შტატში მკვლელის მიერ გაშვებულ ტყვიას გადამარჩინა. მე სრულად ვენდობი შონს იმაში, რომ ის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს გახდის ძლიერს, როგორც არასდროს“, - დაწერა ტრამპმა. როგორც ტრამპმა დაწერა, კერანს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მან საიდუმლო სამსახურში მუშაობა სპეციალური აგენტის თანამდებობაზე 2001 წელს დაიწყო. ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ საიდუმლო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად რონალდ როუ დაინიშნა, რომელსაც, თავის მხრივ, კერანი შეცვლის.

ბოლო სიახლეები