ბირთვულ საკითხებში დიპლომატია შედეგებს თუ ვერ გამოიღებს, ტრამპი ირანის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონსერვატორ რადიო წამყვანთან, ჰიუ ჰიუტთან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპის სურვილია, ირანის ბირთვულ საკითხზე დიპლომატიური საშუალებებით იმუშაოს, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება ბირთვული იარაღით აღჭურვილ ირანსა და ზომების მიღებას შორის მოუწევს, დონალდ ტრამპი ზომებს მიიღებს.
„პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, თავიდან ავიცილოთ ირანი ბირთვული პოტენციალით, ამის გასაკეთებლად შესაძლებლობა გვაქვს და კიდევ უფრო შორს წასვლისთვის, შესაძლოა, რეჟიმისთვის საფრთხის შესაქმნელად“, – განაცხადა მარკო რუბიომ.