აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შაბათს აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
რუბიოს თქმით, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის ლიდერს შორის მოლაპარაკებები შაბათს ომანშია დაგეგმილი.
„იმედი გვაქვს, რომ ეს მშვიდობას მოიტანს. ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატეთ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ვფიქრობ, რომ სწორედ ამან განაპირობა ეს შეხვედრა“, – განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.