პარასკევი, მაისი 16, 2025

მარკო რუბიო – არ მჯერა, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვერ ხედავს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში გარღვევის შანსებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ანტალიაში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუბიომ დაადასტურა, რომ აშშ-ის და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.

„მაგრამ მინდა, გულწრფელი ვიყო: არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები გვაქვს იმის შესახებ, რაც ხვალ მოხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათელია, რომ გარღვევის მიღწევის ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის“, – აღნიშნა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ პუტინი მზად არის ტრამპთან დიალოგისთვის. ასევე რუბიომ პირდაპირ მიუთითა რუსული დელეგაციის დონეზე, რომელიც, მისი თქმით, არ მეტყველებს გარღვევაზე.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ გარღვევას მივაღწევთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ დაჯდება პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან და არ გაარკვევს, რა არის მისი განზრახვები მომავლისთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარიამ შენგელია ევროვიზია 2025-ის ფინალშია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია მეორე ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა.საქართველოს წარმომადგენელი მე-10 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Freedom შეასრულა.დღევანდელ შოუზე გამოვლინდება, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები გადავლენ ფინალში.კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.17 მაისს ევროვიზია 2025-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. ასევე მის შემადგენლობაში შედიან: სერგეი კისლიცა – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე პოკლადი – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე; ოლეგ ლუგოვსკოი – საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ალექსეი შევჩენკო – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე; ვადიმ სკიბიცკი – თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე; ევგენი შინკარიოვი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსანდრე დიაკოვი – უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე; ალექსეი მალოვაცკი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული სამმართველოს საერთაშორისო და საოპერაციო სამართლის სამმართველოს უფროსი; ალექსანდრე შერიხოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი საოპერაციო სამმართველოს უფროსი ოფიცერი; გიორგი კუზმიჩევი – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი; ალექსანდრე ბევზი – პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 16 მაისს გაიმართება. რუსეთის დელეგაციაში კი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდერ ფომინი.

BBC-23 წლის ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

მექსიკაში, 23 წლის ცნობილი ბლოგერი, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.ვალერია მარკესი გვადალახარაში, საკუთარ სილამაზის სალონში იყო, როდესაც მამაკაცი შენობაში შევიდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.თავდასხმის მოტივი  დადგენილი არ არის, თუმცა საქმეზე გამოძიება ფემიციდის მუხლით არის დაწყებული.ცნობისთვის, გენდერული ძალადობა მექსიკაში ფართოდ არის გავრცელებული, სადაც გაეროს მონაცემებით, ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ პარტნიორები ან ოჯახის წევრები.

„თბილისში ჯადოა…. მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია…“ – ეზოტერიკოსი

თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია... - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო საუბრობს და თბილისში მოხშირებულ ტრაგიკულ შემთხვევებს ეხმიანება.„თბილისში ჯადოა და ფაქტებიც არის. ძალიან უცნაურად, კარგი მძღოლები საერთოდ არაფრიდან ვარდებიან მტკვარში. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეამჩნია, როგორ დევს მთელ თბილისში უცნაური ნივთები, ქათმის ფეხები, საბავშვო ტანსაცმელები და ა.შ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ეს ფაქტები ისე ემთხვევა ერთმანეთს... ჯადოს და დესტრუქციულ ძალებს სასულიერო პირებიც არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ენერგია არსებობს. ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან და მათ გულში ბოროტება არ არის, არანაირი ჯადო არ ემუქრებათ. ვიცი, რომ მტკვართან ბევრი მაგიური ქმედებები ხდება. მტკვარში ყრიან ბოქლომებს. რატომ ხდება მტკვარში, რადგან მოძრავი წყლის ენერგიაა. არ არის გაჩერებული. ეს ცუდი ენერგია კონკრეტულად მტკვრისკენ მიდის.ტარო ამაზე ჯერ არ გამიშლია, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით, ჯადოა“, - ამბობს ეზოტერიკოსი.

რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი

თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ, ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი, ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, - წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.ტრაგედია თბილისში 14 მაისს დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.

ბოლო სიახლეები