ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის განცხადება – ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კონკრეტულად, Patriot-ი, ტრამპი დათანხმდა, რომ მასთან იმუშავებს, რათა გაარკვიოს, რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს უკრაინული და ამერიკული გუნდების ნაყოფიერი მუშაობის დაწყებისთვის ჯიდაში 11 მარტს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებისკენ სვლას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით „ჯაველინის“ რაკეტებისთვის, რომლის მიმწოდებელიც პირველად პრეზიდენტი ტრამპი იყო და მისი ძალისხმევისთვის მშვიდობის მიმართულებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და აშშ გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის, და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია.

პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან საუბრისა და განხილული მთავარი საკითხების შესახებ. მათ მიმოიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვალონ ინფორმაცია თავდაცვის შტაბებს შორის, საბრძოლო ველზე სიტუაციის განვითარების მიხედვით.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, რომ იმუშავებს მასთან ერთად, რათა გაარკვიოს, რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკის წინააღმდეგ. ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან, სადაც იმსჯელებენ, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება, იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტი ზელენსკი მადლიერი იყო პრეზიდენტის ლიდერობისთვის ამ ძალისხმევაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა ცეცხლის სრული შეწყვეტის მისაღწევად.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ძალიან დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. აშშ-ის მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ჰუმანიტარული საკითხების მუდმივად წამოწევისთვის, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის. მან აღნიშნა, რომ მათ ახლახან ჰქონდათ ტყვეების წარმატებული გაცვლა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ საკითხში მისი ლიდერობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტ ზელენსკის ომის დროს უკრაინიდან დაკარგული ბავშვების შესახებ, მათ შორის მათ შესახებ, ვინც გაიტაცეს და პრეზიდენტი ტრამპი დაჰპირდა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ორივე მხარესთან, რათა დაეხმაროს ამ ბავშვების სახლში დაბრუნებაში. შეთანხმდნენ, რომ ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის სამუშაოდ.

პრეზიდენტებმა აღნიშნეს მათი მრჩეველებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით მდივან რუბიოს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის, სპეციალური წარმომადგენლის, კელოგისა და სხვების პოზიტიური მუშაობა. პრეზიდენტებმა დაავალეს თავიანთ გუნდებს, წინ წამოწიონ ტექნიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან. პრეზიდენტებმა დაავალეს თავიანთ მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს სამუშაო. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიეგო მარადონას საქმეზე პოლიციელები დაკითხეს – მათ გარდაცვლილი ფეხბურთელის სახლში ნანახზე მძიმე დეტალები გაამხილეს

არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

VIDEO: „ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში…“ – თათია პაჭკორია

„ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში...“ - ამის შესახებ პროფესორმა, თათია პაჭკორიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა – გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჯორჯია მელონი – ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს, თუ ის არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ...

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღმიშნა მელონიმ.მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები