მარიუპოლში, საოკუპაციო ძალების მიერ სამშობიარო სახლისა და ბავშვთა ჰოსპიტლის დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსულ ძალებს მარიუპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთში 400 000-მდე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი. უკრაინელი დიპლომატი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ჩაერიონ და ხალხს დაეხმარონ.
გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყების დღიდან უკრაინაში დაიღუპა და დაშავდა სულ მცირე 1 424 ადამიანი. თუმცა, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს მონაცემები სრულ სურათს ვერ ასახავს.
