საქართველოში წარმოებული პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ტელესივრცესა და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით. მე არავის ვპასუხობ, მაგრამ მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, მათ შორის კორონავირუსისგან. ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეს პირბადე არ არის საშიში და მისი მოხმარება შეიძლება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
