პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

მარია სტენერგარდი – საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ შეძლოს მოსახლეობამ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ზე ეუთო-ს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის პოსტს აზიარებს.

მარია სტენერგარდი იზიარებს ელინა ვალტონენის პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„მნიშვნელოვანი შეხსენება ჩემი კოლეგა ელინა ვალტონენისგან. საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისმა მოსახლეობამ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა შეძლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ღია დებატებისა და თავისუფალი პრესის გზით. შვედეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი – კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება – ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს

კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება.„კობახიძის გუშინდელი განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება! ამ ჯერზე არა მხოლოდ ევროპული პოლიტიკური მომავლისგან, არამედ ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს! 3+1-ს უმაღლეს სასწავლო სისტემის ციკლზე გადასვლა (ბოლონიის პროცესის 3+2+3 -ის სანაცვლოდ), ამას ნიშნავს!საქართველო ბოლონიის პროცესიდან გამოდის, რომელშიც გაწევრიანებამ ოცი წლის წინ განაპირობა ქართველი სტუდენტების უმაღლეს ევროპულ სასწავლებლებში მიღება და მათი წარმატება. ეს ნიშნავს ეკვივალენტების დაკარგვას, ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან (EHEA) გამოსვლას... აბა თქვენ იცით! გორელი პედაგოგები აგზავნეთ რუსეთში და თქვენი შვილები კი უძვირეს თბილისის ევროპულ სკოლებში, შემდეგ კერძო ამერიკულ თუ ევროპულ უნივერსიტეტებში!“, - წერს ზურაბიშვილი.

მძიმე ავარია კავთისხევის გზაზე – დაღუპულია სამი ადამიანი

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი და მეცნიერ-მკვლევრები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ასევე, სტუ-ის საინჟინრო მიმართულებების მეცნიერ-მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს, პროფესორ როჯერ ვ. გონსალესს შეხვდნენ და მასთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროს განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში როჯერ ვ. გონსალესმა, ქართველი კოლეგების უშუალო ჩართულობით, ასევე გამართა სემინარი თემაზე - “თანამედროვე გამოწვევები საინჟინრო განათლებაში“. შეკრებილ საზოგადოებას ამერიკელი მეცნიერი და ექსპერტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა წარუდგინა. თამარ ლომინაძემ როჯერ გონსალესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრების, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მიღწევები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან - მათ შორის: შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკაში FERMILAB-თან - მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ; მიაწოდა ინფორმაცია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების, მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო კვლევითი პრიორიტეტების შესახებ. სემინარის ფარგლებში სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: საინჟინრო განათლების გლობალური განვითარების მიმართულებები სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობა და თანამედროვე პროფესიულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მათი მოყვანა; საინჟინრო კომპეტენციასთან ერთად ლიდერობისა და პროფესიული უნარების განვითარების მნიშვნელობა; საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების შედარებითი ანალიზი დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მაგალითზე. სემინარის დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა, პროფესორ როჯერ გონსალესთან ერთად, საინჟინრო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ამერიკელი მეცნიერსა და საინჟინრო განათლების ექსპერტს თავიანთი ხედვები გაუზიარეს. ცნობისათვის, როჯერ ვ. გონსალესი (Roger V. Gonzalez - PhD, PE, F.ASME, F.AIMBE) ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) ელ-პასოს ფაკულტეტის წევრი, საინჟინრო ლიდერობის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და საინჟინრო განათლებისა და ლიდერობის დეპარტამენტის პირველი თავმჯდომარეა; არის ბიომედიცინისა და მექანიკური ინჟინერიის ექსპერტი და ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკრედიტაციის საბჭოს (ABET) მოქმედი ექსპერტი; ხელმძღვანელობს მაიკ ლოიას სახელობის ინჟინერიის ენდოუნდ-კათედრას და ინტეგრირებული საინჟინრო ალიანსის (A4IE.org) თავმჯდომარეა. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა აღიარებულია არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი; არის ამერიკის მექანიკური ინჟინერების საზოგადოების (ASME) და ამერიკის სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ინსტიტუტის (AIMBE) ფელოუ; მისი დაფუძნებულია გავლენიანი არაკომერციული ორგანიზაცია LIMBS International-ი, რომელიცდაბალფასიან პროთეზულ მოწყობილობებს ქმნის და ამით დახმარებას უწევს განვითარებადი ქვეყნების მოწყვლად მოქალაქეებს.

თამარ იოსელიანი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილედ თამარ იოსელიანი დაინიშნა.სამინისტროს ცნობით, თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.„2018-2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, 2023-2025 წლებში – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე ეკავა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.თამარ იოსელიანს მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ის გაერო-სა და ნიპონის ფონდის სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, გაიარა სტაჟირება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ იორკი). წარმატებით აქვს გავლილი Ocean Governance Programme-ი (Yeosu Academy, სამხრეთ კორეა) და Advanced Maritime Leaders Programme-ი (სინგაპური).2007–2009 წლებში დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის (LSE) პროგრამა, რომელიც მოიცავდა კორპორაციულ სამართალს, მმართველობას, საერთაშორისო და კომერციულ სამართალს, კონკურენციის პოლიტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს.თამარ იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 47 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 47 პირს ბრალდება წარუდგინა.მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოებდნენ და რეალიზაციას ახორციელებდნენ."გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები "ჰეროინი", "მეტადონი", "ალფა პვპ", "სუბოქსინი", "სუბოტექსი", "მეტამფეტამინი", "ჰაშიში", "ოპიუმი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გამომშრალი მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება); და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია), 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260-ე კვარტა მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაცაზე.საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

ბოლო სიახლეები