სამშაბათი, სექტემბერი 9, 2025

მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერმა კერძო სექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმები, ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმოამდგენლებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, მათ შორის, დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო, იმსჯელეს საერთო სამუშაო პროცესზეც.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან სექტორებს. პრემიერ-მინისტრმა მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და ექნებათ ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე.

ამავდროულად, ჩვენ ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვიქნებით და ვართ ღია კერძო სექტორთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის კუთხით. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით, ერთობლივად შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილია, 2025-2026 სასწავლო წლის დასვენების დღეები

2025-2026 სასწავლო წელი ტრადიციულად, 15 სექტემბერს დაიწყება.ზამთრის არდადეგები30 დეკემბერი - 14 იანვარი.გაზაფხულის არდადეგები8 მარტი - 14 მარტიდასვენების დღეები, თვეების მიხედვით, შაბათ-კვირის გარდა:სექტემბერი - დასვენების დღის გარეშეოქტომბერი - 14;ნოემბერი - 23;დეკემბერი - დასვენების დღის გარეშეიანვარი – 1, 2, 7, 19;თებერვალი - დასვენების დღის გარეშემარტი - 3, 8;აპრილი – 9, 10, 11,12,13;მაისი – 9, 12, 17, 26;ივნისი - დასვენების დღის გარეშე.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები კვლავ ურტყამენ ჩვენს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პასუხი

რუსები კვლავ ურტყამენ ჩვენს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ამაზე პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს სამხედრო შტაბის სხდომა გამართა, სადაც ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო კრიტიკული საკითხები განიხილეს.„სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის განახლებულ თავდასხმებზე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე. ამაზე საპასუხო ქმედებები არსებობს და აუცილებლად იქნება, თუმცა მთავარია სისტემის სტაბილურობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მარაგების, წარმოებისა და მიწოდების გრაფიკების, დრონების წარმოებისა და სამხედრო შესაძლებლობების საკითხებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრის შესახებ ესაუბრა.„მიმდინარეობს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, „რამშტაინის“ შეხვედრისთვის მზადება. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ამ „რამშტაინის“ შეხვედრის მთავარი მიზანია, ასევე ჩვენი კონტაქტები ევროპასა და აშშ-სთან. ამასთან, მინისტრთან ერთად, განვსაზღვრეთ 2026 წლის პრიორიტეტები. ეს ეხება როგორც თავდაცვის ძალებისთვის საჭირო ძირითად აქტივებს, ასევე ფინანსებს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ყველანი თანაბრად ეფექტურები უნდა ვიყოთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა, ვინც თავდაცვისთვის მუშაობს. უკრაინის არმია უნდა იყოს და იქნება! ურყევად ძლიერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ შტაბს, უცხო ქვეყნის ელჩისგან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია

საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები“ დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ თბილისის შტაბს.საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან – სოფო ჯაფარიძე

კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე აცხადებს.„ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათგან.ასე რომ, რეჟიმი დასუსტებულია, რეჟიმი სრულიად გამოშიგნულია, ჩამოშლილია და დაგვრჩა ერთი - გაფორმება საქართველოს გამარჯვების, რომელიც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს და ყველას, მთელ საქართველოს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ველოდებით რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად მივიღოთ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

ბერძნები, რომლებსაც ოთხზე მეტი შვილი ჰყავთ, გადასახადებისგან თავისუფლდებიან

ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ღონისძიებიდან, რომლის განხორციელებასაც საბერძნეთის მთავრობა ქვეყანაში შობადობის წასახალისებლად გეგმავს. საბერძნეთში შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 1.4 ბავშვს შეადგენს, რაც მოსახლეობის აღწარმოებისთვის საჭირო 2.1-იან ნიშნულს ბევრად ჩამორჩება. საბერძნეთის მთავრობის მეთაური ამ ციფრებს „ეროვნულ საფრთხედ“ მიიჩნევს და, შესაბამისად, ხაზს უსვამს ამ კუთხით საგადასახადო რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც კირიაკოს მიცოტაკისმა 8 სექტემბერს დააანონსა.რეფორმა გადასახადების 1.6 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს. ფისკალური სიახლე 2026 წლიდან ამოქმედდება და საშემოსავლო გადასახადის ყველა კატეგორიის ორი პუნქტით შემცირებასაც გულისხმობს.საბერძნეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე ამბიციური საგადასახადო ცვლილებაა. ასევე გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები სოფლად მცხოვრებთათვის და იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 1,500-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს. ყველაზე მიუვალი ტერიტორიები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.ამით ოფიციალური ათენი იმედოვნებს, რომ წაახალისებს ახალგაზრდებს, გადავიდნენ ამ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.თუმცა, ყველაზე დიდ ყურადღებას ის ნაბიჯი იქცევს, რომელიც ოთხზე მეტი შვილის მქონე დაბალშემოსავლიან ოჯახებს გადასახადებისგან ათავისუფლებს. „ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრების ღირებულება განსხვავებულია, როცა ერთი, ორი ან სამი შვილი გყავს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იპოვოს გზა, წაახალისოს და დააჯილდოოს ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც არჩევანი მეტი შვილის ყოლის სასარგებლოდ გააკეთეს,“ - აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი. საბერძნეთის მოსახლეობა დაახლოებით 10.2 მილიონს შეადგენს, მაგრამ თუ შობადობის დღევანდელი მაჩვენებელი შენარჩუნდა, მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ის 8 მილიონამდე შემცირდება.ევროსტატის პროგნოზით, 2050 წლისთვის მოსახლეობის 36 პროცენტი 65 წელს გადაცილებული იქნება. საბერძნეთში შობადობის კოეფიციენტი 15 წლის წინ დაწყებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ განახევრდა. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საბერძნეთის საგადასახადო რეფორმა ამ პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული: „როგორც ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ უმთავრესი პრიორიტეტი დემოგრაფიული საკითხია“.ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტი ბერძენი წავიდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ახალგაზრდები, რომლებიც „ტროიკას“ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - რედ.) მიერ ქვეყნისთვის დაწესებული შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ, და როგორც ზოგი ანალიტიკოსი მიუთითებს, სწორედ ამით უნდა აიხსნას შობადობის კლებაც.

ბოლო სიახლეები