ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა

მიმდინარე წლის პირველი 4 თვე საქართველოს ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, ეს მონაცემი არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში შესრულებული რეისების რაოდენობაც და ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა.

„ეს დასტურია იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება. მიმდინარე წელს ჩვენს ავიაბაზარს ოთხი ახალი ავიაკომპანია (ბრიტიშ ეარვეისი, იზიჯეტი, ედელვაისი და ტრანსავია – ფრანსი) შემოემატა. ეს ნიშნავს გაზრდილ სიხშირეებს, წვდომას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც განაპირობებს მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ზრდას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა ვიხილოთ მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვა ავიაკომპანია „ეარ სერბია“, რომელიც რეგულარული ფრენების შესრულებას თბილისისა და ბელრადის მიმართულებით დაიწყებს.

„ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგების – ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ერთ დროს, ტყუპი დების - კაირისა და ბრიელ ჯექსონების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიო ყურადღების ცებტრში იყო. მათი ისტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ სამედიცინო მოვლენად მიიჩნევა.გოგონები 1995 წელს, ვადაზე 12 კვირით ადრე დაიბადნენ. თითოეული მათგანი კილოგრამსაც კი არ იწონიდა და ექიმები მათ გადარჩენას მცირე შანსს აძლევდნენ. ახალშობილები დღენაკლულთა ინკუბატორებში ცალ-ცალკე მოათავსეს.ბრიელის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო და დროთა განმავლობაში წონაში მატებაც დაიწყო, თუმცა კაირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩებოდა. ექიმები იმედს თითქმის კარგავდნენ.რამდენიმე კვირის შემდეგ მოულოდნელი შემთხვევა მოხდა: ერთ ღამეს ბრიელმა დაიწყო ტირილი, ისე, რომ სუნთქვა უჭირდა და სხეულიც გაუულურჯდა. მორიგე ექთანმა ყველა შესაძლო ზომას მიმართა, თუმცა ბავშვის დამშვიდება ვერ შეძლო.საბოლოოდ, მედდამ, გეილ კასპარანმა — წესების დარღვევის მიუხედავად, ტყუპების ერთად დაწვენა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც მოგვიანებით „სასწაულს“ უწოდებდნენ: ბრიელი მალევე დამშვიდდა და ინსტინქტურად მოეხვია დასუსტებულ დაიკოს, კაირს.რამდენიმე დღეში კაირის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა — მან წონაში მატება დაიწყო და მალევე დაიკოსაც კი გაუსწრო.დღეს კაირი და ბრიელი უნივერსიტეტში სწავლობენ. როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ — მათი ისტორია კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძლიერია და მნიშვნელოვანია და-ძმის კავშირი.

კანადა უკრაინას დამატებით 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს აფართოებს

კანადა უკრაინას დამატებით 220 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რუსეთის წინააღმდეგ კი სანქციებს აფართოებს.გავრცელებული ცნობით, ე.წ. შავ სიას 21 ფიზიკური და 53 იურიდიული პირი დაემატა, ასევე დასანქცირდა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100 ხომალდი. ამასთან, კანადამ რუსულ ნავთობზე ბარელის ფასის ზღვარი 47.60 დოლარიდან 44.10 დოლარამდე შეამცირა.რაც შეეხება, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაფართოებას, ახალი პაკეტი 300 მილიონ კანადურ დოლარს მოიცავდა და დაემატა ორ მილიარდ კანადურ დოლარს, რომელიც 2026-2027 ფინანსური წლებისთვის უკრაინის დასახმარებლად არის გამოყოფილი.ამას გარდა, კანადა კეივს გადასცემს 400 ერთეულ ჯავშანტრანსპორტს და განახლდება უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა. დამატებით 20 მილიონი კანადური დოლარი გამოიყოფა უკრაინის ენერგოსექტორის მხარდასაჭერად.

ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი “მეხუთე კოლონა” რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, უცვლელია მიზანი – სახელმწიფოს დასუსტება...

"25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს. მისი თქმით, 25 თებერვალი ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს."1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ აიღო თბილისი და საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალით ჩაახშო. დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკად გადაიქცა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიდა დაპირისპირებაში ბოლშევიკებმა დაამარცხეს მენშევიკები და საქართველო 70 წლით ახალი იდეოლოგიისა და წითელი იმპერიის ტყვეობაში აღმოჩნდა. ამ 70 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნა ინდუსტრია, წარმოება, განვითარდა ეკონომიკა, გაძლიერდა განათლება, ახალ სიმაღლეზე ავიდა ხელოვნება, კულტურა, მემკვიდრეობაზე ზრუნვა. საბჭოთა წიაღშივე აღორძინდა ქართული ნაციონალიზმი და ეროვნული თვითშეგნებაც, რომლის ფესვებიც ღრმად იყო გადგმული წინა საუკუნეებში.ჩვენ გვყავდა მეცნიერთა, ინტელიგენტთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეთა არაერთი დიდებული პლეადა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვქონდა მთავარი - დამოუკიდებლობა. არასოდეს, ჩვენი ისტორიის მანძილზე ქართველს არ მიუტოვებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ იმპერიულ სივრცეში უხდებოდა არსებობა.25 თებერვალი იქცა თარიღად, რომელიც არ არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება. ჩვენ დღესაც ამ დღის ზეგავლენის ქვეშ ვცხოვრობთ, რადგანაც დარღვეულია ჩვენი ქვეყნის მთლიანობა, არასრულყოფილია ჩვენი დამოუკიდებლობა. მეტიც, ჩვენი დამოუკიდებლობის ხიშტით ხელყოფას დაემატა მისი სიტყვით ხელყოფა, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას - ქართველთა ტვინების ოკუპაცია, კომუნისტური ინტერნაციონალი ჩაანაცვლა ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართველი ორჯონიკიძე კი, უცხო დროშების მოფრიალე უსამშობლოებმა. ისტორია გვაჩვენებს, რომ გარე აგრესია შიდა სისუსტით ძლიერდება. ისევე, როგორც 105 წლის წინ, დღესაც, უცხო ინტერესების გამტარი "მეხუთე კოლონა" რჩება ნებისმიერი ინტერვენციის ყველაზე ეფექტიან იარაღად. იცვლება მეთოდები, იცვლება ფორმები, მაგრამ უცვლელია მიზანი - სახელმწიფოს დასუსტება შიგნიდან. 25 თებერვალი აუცილებლად უნდა იყოს ამის შეხსენებაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს რა ფასი გადაიხადა საქართველომ თავისუფლების სიყვარულისთვის, უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ნამდვილი ღირებულება. დამოუკიდებლობა არ არის ისტორიული ეპიზოდი, ის არის მუდმივი პასუხისმგებლობა. ვინც ამ პასუხისმგებლობას ვერ ატარებს, საბოლოოდ კარგავს სახელმწიფოს. 25 თებერვალი ჩვენი ისტორიის ტრაგიკული დღეა, რომლის გაკვეთილიც ჯერ ისევ სასწავლი გვაქვს", - წერს პაპუაშვილი.

მიხეილ ყაველაშვილი – გვებრძოდნენ, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, სამწუხაროდ, პროცესი არ ჩერდება, უკრაინაში ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, ფხიზლად და მომზადებული უნდა...

გვებრძოდნენ ჩვენივე მოქალაქეები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, ომში ჩავრთულიყავით, ეს ყველაფერი აღარ არის დამალული, მაგრამ, სამწუხაროდ, პროცესი არ ჩერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, რომ ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ.„განვაცხადე, მთავარ დამნაშავეს მიაგნესთქო, თურმე ამ პროცესების მიზეზი, ომი რომ არ ჩერდება, „იმედი“ და „პოსტივი“ ყოფილა. წარმოიდგინეთ, რამდენად სასაცილოა ამის გამო დასანქცირება და შეფასებები. ჯერ ერთი, აშშ-ის პრეზიდენტი პირველივე დღიდან ამბობდა, ის რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა, ხომ? ჩვენ პირველი დღეები გვახსოვს, მანამდე მოწოდებები და მინიშნებები ბაიდენის მხრიდანაც, რომ ეს ომი დაიწყება და გარდაუვალია ეს პროცესები? სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანა ვიყავით, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა ამ დიდ ქვეყნებს, ჩაერიეთ, რომ ამ პროცესების შეჩერება როგორმე მოხდესთქო. ფაქტია, ეს მაშინაც შესაძლებელი იყო. მგონი, აღარ არის დამალული, საზოგადოებამ იცის, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. არის სპეკულაციები, რაღაც შეხვედრები, თითქოსდა გამოიკვეთება, რომ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გრძელდება.მე მაქვს გამბედაობა, ასე მყარად ვსაუბრობ ჩვენ ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე და დღევანდელ მდგომარეობაზე, რადგან პირნათელი, მართლები ვართ, რატომ ვიქცეოდით ასე და რა გვქონდა მხედველობაში მაშინ, რისთვისაც გვამუნათებდნენ. გვებრძოდნენ ჩვენივე მოქალაქეები, აქციებს გვიმართავდნენ აქ, როგორმე მოეხდინათ ჩვენი პროვოცირება, ჩავრთულიყავით. ყველა აკეთებდა ამას, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები, გახსოვთ ელჩის გაწვევა, აქ პროვოკაციები და ასე შემდეგ, გარეთაც ეს ბიუროკრატია, მათი ქმედებები. თურმე, როგორი გამალებული ვაჭრობა მიმდინარეობდა რუსეთთან და ჩვენ აქ სანქციებზე მოგვიწოდებდნენ. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა, მაგრამ, აბა, გაუბედონ ფონ დერ ლაიენს ან კაია კალასს ამ წარმომადგენლებმა რამე კრიტიკული. ეს ხომ ყველას თვალწინ ხდება და პირდაპირ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ იყო ეს გაჟღერებული? აღარაფერს ვამბობ ამ ფონდებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყო. ეს ყველაფერი ხელის გულზეა, აღარ არის დამალული, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი არ ჩერდება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ვერაფრის დიდებით ვერ მოხდება, რომ ჩვენ დავკმაყოფილდეთ და მოვეშვათ, გამორიცხულია. ომიც რომ დასრულდეს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ და ისეთი სახელმწიფო ვართ, ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ფხიზლად, მტკიცედ და მომზადებული უნდა ვიყოთ ასეთი დაძაბულობის რეჟიმში. ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი ცხოვრების წესი, ყველაფერი ამას უნდა მიესადაგებოდეს, თორემ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სხვანაირად გადარჩენა არ გვიწერია. თუ გადავრჩით, მხოლოდ ამ ერთიანობით, შემართებით და დამოკიდებულებით გადავრჩით. ეს არის ჩვენი ხედვა. უნდა მოხდეს უფრო მეტად სრულყოფა ინსტიტუტების, მიმართულებების, რომ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი, შეძლებული, ჯანმრთელი, პატრიოტი, განათლებული და გონიერი, პასუხისმგებელი საკუთარ ქვეყანაზე, ოჯახზე, რწმენაზე და ტრადიციაზე. ასეთი ქვეყანა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაკლებად ყოფილიყო დამოკიდებული ვინმეზე და ეს პროვოკაციები აირიდა თავიდან, მაგრამ პროვოკაციები არსად წასულა.„ჩათვალეთ, ეს „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იგივე გზაა, რაც აქ გამოსვლები, მოწოდება იყო, მოხალისეების გაშვება და ა.შ. ერთი და იგივე ქსელია. მანამდე, იყო მოწამვლის თემა, „ბიბისიმ“ თავს უფლება მისცა, ფეიკ გადაცემა გაეკეთებინა ჩვენ ქვეყანაზე. ძალიან გული მტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაში გვაცხოვრებდნენ, თითქოს ერთნი ვართ, იმის ბედი ჩემი ბედია. როგორ არის იმის ბედი ჩემი ბედი? აბსოლუტურად განსხვავებულია ყველანაირად, მაგრამ პატივსაცემი; მეგობრები, გულშემატკივარი ვართ და გავაკეთეთ კიდეც. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ეს ქართველის ბუნებაა, წარმოუდგენელია, სხვანაირად მოქცეულიყო, მაგრამ ის, რომ მე ამ ქვეყანასთან ერთად ომში მითრევ და მეუბნები, ერთნი ვართო, ერთი დროშა გვაქვსო, ჩემი დროშა გააფერადე, უკრაინის ფერებში დამიხატე და ჩემს ბავშვებს აჩვენებ, რომ ეს არის მომავალიო, ეს სიგიჟე უნდა დავამთავროთ და დავამთავრეთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს – გურამ მაჭარაშვილი

იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი და ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.„ამ დრომდე კომისიაში რაც მივიღეთ ინფორმაცია, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანაში ნამდვილად საჭიროა რეგულაციები. ვიცით ყველამ ღია ეკონომიკაში, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ბაზარი არ უნდა დაიპყროს ორმა, ან თუნდაც ოთხმა კომპანიამ. იმის აუცილებლობას ვხედავთ, რომ მოხდეს რეგულაციები სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და ბაზარი მართლაც იყოს თავისუფალი, ფასები ბაზარმა და არა კომპანიებმა დაარეგულიროს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას განაგრძობს.

ბოლო სიახლეები