ორშაბათი, იანვარი 19, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – ენერგეტიკის სექტორისთვის ჯარიმების პატიება არის ამ დარგის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმის აღიარებაც, რომ შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც არაერთი გამოწვევა იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი,  სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს  ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის. ამ საკითხებზე მინისტრმა განახლებადი ენერგეტიკის სექტორის  წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის შედეგები შეაჯამა.

„სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სექტორია ენერგეტიკა, მათ შორის, ეს არის აღიარებაც, რომ, შესაძლებელია,  სახელმწიფოს მხარესაც იყო არაერთი გამოწვევა, მათ შორის, გვქონდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ძალიან პასუხისმგებლიანი ინვესტორი მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მხოლოდ მხარდაჭერის გადავადებისთვის ან რიგი საკითხებისათვის და ამაზე რეაგირება ან დროული არ იყო, ან საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც გავითვალისწინეთ ენერგეტიკის დარგის სწრაფი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბარიერი, რასაც სექტორისგან ვისმენდით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით,  სექტორთან მუშაობის პროცესში  იდენტიფიცირებული, მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი შეფერხებული იყო.  მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ,  რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი  მოიხსნა, ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევას, მშენებლობას და სხვა.

„ენერგეტიკის სექტორთან ძალიან აქტიურად იმუშავა სამინისტროსა და მის სისტემაში შემოსულმა ახალმა გუნდმა იმისთვის, რომ სწორი შეფასებები გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მომწერეს, ეს ბიჭი გარდაიცვალაო… ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის… “ – წვეულების ორგანიზატორი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

წვეულებების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს ერთ-ერთი საღამოდან, როდესაც დედის ხელის თხოვნის ცერემონიას მისი შვილიც დაესწრო. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ტრაგიკულად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ორგანიზატორის თქმით, მანამდე, სოცქსელში გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.„მგონია გული გამისკდება ახლა... არც მჯერა... ამ ბიჭის ემოციები ყველას კარგად გვახსოვს… რამდენიმე კვირაც არაა გასული ჯერ ამ ლაივიდან… მომწერეს, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა... ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის…რა უხარია, დედა გაათხოვაო? ახლა რას გრძნობთ ნეტა?? არ გრცხვენიათ თქვენი კომენტარების?? დედა იმედიანად დატოვა... ალბათ გრძნობა ამ ყველაფერს… ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები და ემოციები... არ მინდოდა ნეგატივის მოტანა თქვენთვის, მაგრამ ვერ ვჩერდები! როგორ ვტკენთ ერთმანეთს გულს არაფრის გამო. სხვისი სიხარულის გაზიარება აღარ შეგვიძლია... ახლა ხომ იტყვით, უი, საცოდავი, რა დაემართაო… ვინ იცის, რამხელა ტკივილი გაატანეთ თქვენი არაფრისმომცემი კომენტარების გამო…. ტკივილში უფრო გვერდით მდგომები… სიხარულის გაზიარებაში რატომ არ დაუდექით გვერდით? მისთვის გული რომ არ მეტკინა, კომენტარებიც ჩავხურე... უამრავი წავშალე… აეროპორტში ხელი ჩამომართვა, სიტყვას გაძლევ, ქორწილში შენც იქნებიო... ასეა ეს ცხოვრება… მე კი მივდივარ ახლა გაყინული, „ღიმილით“ რომ გავაგრძელო ბედნიერების წუთების მოპოვება… ვაგრძელებ, მაგრამ ვინ იცის, რა ხდება ჩემს გულში…“ - წერს ორგანიზატორი.

„ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას… ერთმანეთი აღარ დავჭამოთ“ – მეუფე იაკობი

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მთავრობამ და ეკლესიამ საზოგადოება უნდა შეარიგოს.მეუფემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.„ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო. ჩვენს უწმინდესს, წმინდა სინოდს, ეკლესიის ყველა შვილს, ჩვენს მთავრობას და მხედრობას, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ ამ დიდ დღეს, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი რატომ დარბიან. რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს. ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას. ნურავინ დავიბრალებთ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდაო. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012 წლიდან და არც 2026 წლიდან დაიწყება. მუდმივ პროცესში ვართ. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. გვეყო ეს ყველაფერი. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად მივიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს, ცოტა ხანი იქნები და მერე არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არცერთი პარლამენტარი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს სჭირდება. „ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, გაყოფილი როგორია ახლა, სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კიდევ შეშინებულები არიან. არ შეიძლება ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს ჩვენი ასეთი დაყოფა? ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. ერთმანეთთან კარგად ვიყოთ, არ ვმტრობდეთ, უცხოეთში არ გავრბოდეთ, მოდი დაგვეხმარეო. ასე არ შეიძლება“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გთხოვთ გააზიაროთ-მარნეულში ოჯახი 83 წლის კაცს ეძებს

ოჯახი 83 წლის ფერხად ნამაზოვს ეძებს.ოჯახის ინფორმაციით, ფარხად ნამაზოვი გუშინ, 18 იანვარს მარნეულში დაიკარგა.ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მითითებულ ნომერს.

კაია კალასი: სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება

სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.„დანია და გრენლანდია მარტონი არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესია და ეს არის საკითხი, რომელიც შეგვიძლია ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან განვიხილოთ.თუმცა, ტარიფებით მუქარა ამისთვის სწორი გზა არ არის. სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება.ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტის წამოწყების ინტერესი, მაგრამ ჩვენს პოზიციებს არ დავთმობთ. ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად ინსტრუმენტების მთელი ნაკრები გააჩნია“, - აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები