სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება

„რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ავიაციის დარგის განვითარების კონკრეტული ხედვა და გეგმა. მე არ ვიტყოდი, რომ ის არ არის, რა თქმა უნდა, ადგილზეა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება გაცხადებული როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა იქნება უმნიშვნელოვანესი. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს კერძო სექტორის ხედვები და საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ეს საერთო ინტერესებია. „არ წარმომიდგენია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ნებისმიერი ინდუსტრიის გრძელვადიანი, ან თუნდაც მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შემუშავების ნაწილი არ იყოს კერძო სექტორი“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია არის ერთგვარი გარანტია ამ ინდუსტრიაში პოტენციური ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან ეს არის მკაფიო და ნათელი გზა, თუ რისკენ ისწრაფვის ქვეყანა კონკრეტული ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

„ჩვენ დიდი მზაობა გვაქვს, რომ მოხდეს საავიაციო პოლიტიკის, გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ამ პროცესში დიდია კერძო სექტორის როლი. მათ შორის ჩვენ შიგნით გვაქვს მსჯელობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ცალკე ასევე შემუშავდეს აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ჩვენ უკვე გვაქვს საუბრები სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათი დახმარებით ამ პროექტზე მუშაობა სწრაფად დავიწყოთ. ავიაციაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ავიაცია არცერთი, მათ შორის არც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ცალკე მდგომი სექტორი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მოემსახურება გრძელვადიან გეგმას და აღსრულება მოხდება სტრატეგიის ფარგლებში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, თავად ტრანსპორტის სექტორზე. და ეს იქნება პირდაპირ გადმოთარგმნილი იმ შემოსავლებში, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიიღებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ სექტორების განვითარების ახალ იდეებში იგულისხმება ასევე სტრუქტურული ცვლილებები, თავად უწყებების გაძლიერება. „იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო მეტად ქმედითუნარიანი და ჩვენი შედეგები იყოს დათვლადი, ხელშესახები და რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან კოორდინირებული“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები