სამშაბათი, მარტი 18, 2025

მარიამ ქვრივიშვილი – „ბრიტიშ ეარვეისისა“ და „იზიჯეტის“ შემოსვლით მიმდინარე წელს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზრდება

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ავიაკომპანიები „ბრიტიშ ეარვეისი“ (British Airways) და „იზიჯეტი (easyJet) იწყებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს უკვე მიანიჭა.

„ძალიან დიდი მიღწევაა, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბრიტიშ ეარვეისსა“ და „იზიჯეტთან“ – ასეთი ძლიერი, გლობალური ორი ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოს სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე უჩნდება წვდომა, რადგან ავიაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყებით და ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანიების დაინტერესებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სწორია ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ბაზრების დივერსიფიცირებას, მდგრად განვითარებას და, საერთო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება და სამომავლოდ მეტი წარმატებული პროექტების განხორციელების საფუძველს ქმნის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის ინფორმაციით, ავიარეისები ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში ექვსი სიხშირით შესრულდება.

„დიდ ბრიტანეთთან ორი ავიაკომპანიის სერვისებით ვაბალანსებთ მაღალბიუჯეტიანი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების გაზრდას. პარალელურად, ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ლონდონთან პირდაპირი ფრენების გარდა, ასევე ხაზგასასმელია „იზიჯეტის“ ახალი მიმართულება თბილისსა და ჟენევას შორის, რაც შვეიცარიასთან პირდაპირი ფრენების პირველი შესაძლებლობაა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით და განრიგით შესრულდება: British Airways-ი ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1-ლი აპრილიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს; easyJet Switzerland-ი ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა-თბილისი-ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს; easyJet Europe Airline GmbH-ი ფრენებს შეასრულებს 1-ლი აპრილიდან მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. თუ სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი,  ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.მაჭარაშვილის განცხადებით,  ჩეხეთი ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა მათმა  საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა მათი  ელჩი  საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.„ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ჩეხეთის ელჩი  საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და აბსურდული პასუხი თქვა ელჩმა, წარმოიდგინეთ - მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. აბა ვინ არის, რას წარმოადგენს  ჩეხეთის ელჩი?! თუ, სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ომს აჭიანურებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს აჭიანურებს.„ერთი კვირა გავიდა, პუტინმა ვერ შეძლო „კი“-ს თქმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე“, – აცხადებს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.ზელენსკის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება არის ის, რამაც უნდა შეაჩეროს სისხლისღვრა და გზა მისცეს დიპლომატებს, იმუშაონ გრძელვადიან მშვიდობაზე.„ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლის საკითხია. საჭიროა ზეწოლა, რათა მოსკოვმა საბოლოოდ აღიაროს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ტოპ 10-ში შევიდა | რომან დოლიძე სამი საფეხურით დაწინაურდა

UFC-იმ საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და რომან დოლიძე დაწინაურდა. გასულ უქმეებზე, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, რის შემდეგაც, მისი წინსვლა გარანტირებული იყო.ვეტორისთან ჩხუბამდე, დოლიძე მე-12 პოზიციას იკავებდა, გამარჯვების შემდეგ კი ტოპ 10-ში შევიდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. „კავკასიელი“ ენტონი ჰერნანდესს, ჯარედ კანონიერს, კაიო ბორალოს, რობერტ უიტეკერს, ისრაელ ადესანიას, ხამზატ ჩიმაევს, შონ სტრიკლენდსა და ნასურდინ იმავოვს ჩამორჩება.

„ბლუმბერგი“ – ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს

გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის სავალდებულო პირობად იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.ამავდროულად, როგორც ინკოგნიტო ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას, რომ მოკავშირეებმა დაბლოკონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ცეცხლის შეწყვეტის“ დროს.შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას ეთანხმება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ პირობას აყენებს.

“ამ თემაზე არასდროს მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე… მძიმე მომენტია-ხოლმე” – გენო პეტრიაშვილმა მისი გატაცების ეპიზოდი “ჩემპიონებში” სტუმრობისას გაიხსენა

"ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში", - ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ჩემპიონებში" საოკუპაციო ძალების მიერ მისი გატაცების ეპიზოდი გაიხსენა და ისაუბრა რა გავლენა მოახდინა ამ ფაქტმა მის შემდგომ ცხოვრებასა და კარიერაზე.როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, ამ თემის შესახებ გულშემატკივართან არასდროს უსაუბრია, ზოგადად ცდილობს, ეს ეპიზოდი შედარებით მსუბუქად გაიხსენოს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ მომენტმა საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების ჟინი მოუტანა."ამ თემაზე არასდროს მისაუბრია გულშემატკივრის წინაშე, ახლაც მარტივად და მსუბუქად გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს და მანდ დავამთავროთ... მძიმე მომენტია-ხოლმე.ეს პრობლემა რომ არ შემხვედროდა ცხოვრებაში, ამხელა სიმაღლეზე ვერ ავიდოდი სპორტში, იმდენად დიდი საბრძოლო განწყობა და ხასიათი მომცა ჩემმა თავგადასავალმა. ამიტომ, ესეც მნიშვნელოვანი იყო ჩესმ ცხოვრებაში - ხასიათი, ჟინი მომცა.ბევრ ადამიანს აინტერესებს-ხოლმე, ჩემს საახლობლო წრეს, მეგობრებს და ყოფილა მომენტები, რომ ვიხსენებ-ხოლმე. ეს იყო დიდი გაკვეთილი და ძალიან მაგარი თავგადასავალი, ასე შემიძლია მოვნათლო. ძალიან დიდი ხასიათი, საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვების ჟინი მომცა ამ ყველაფერმა", - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა ლაშა დვალიშვილთან ინტერვიუში.გენო პეტრიაშვილის მშობლიური სოფელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ის ბავშვობაში საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.

ბოლო სიახლეები