საქმე გვაქვს იმ ორმაგ სტანდარტებთან, რაც უკვე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არახალია, – განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
„მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, რასაც ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, იგივე არ მოსწონთ შეერთებული შტატებისგან. ბრიუსელი ვაშინგტონს შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებს.

