ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანების დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ რომის კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის მიმდებარედ ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმედ ორი პოლიციელი წარმოადგინა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პოლიციელებს ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ნიკა მელია არ ეთანხმება.მელიამ პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ მისი დაკავების ღონისძიებაში 50-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, რასაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოცხადებული პოლიციელები არ დაეთანხმნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ნიკა მელიას დაკავებაში სამი პოლიციელი მონაწილეობდა.ნიკა მელია მაისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ხანძარი თბილისში – ვითარება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.როგორც უწყებაში განმარტეს, ამ დროისთვის დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღიათ. 

ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სტელა რენიტას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს EIB-ს დაფინანსებით  მიმდინარე პროექტები.„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და საშუალოვადიანი პროგნოზები, ასევე არსებული და მომავალი საინვესტიციო პროექტები.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის კონსულტანტი საჯარო სექტორის მიმართულებით ნატა პეიტრიშვილი“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, უტევდნენ ლარის კურსს, შანტაჟის დიდი რესურსი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას უთხრან, თავისუფალი მიმოსვლის ღირსი არ ხართო

წარუმატებლობის მთავარ მიზეზად განიხილება ის, რომ მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს ნგრევისგან, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, უნდათ, საზოგადოება გაღიზიანების იმ დონემდე მიიყვანონ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებას მხარი აღარ დაუჭიროს და ნგრევა იყოს, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით.„ამ მიზნის მისაღწევად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ლარის კურსს უტევდნენ. მათი აზრით, შანტაჟის დიდი რესურსი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას სასჯელი მთლიანად გამოუტანონ და უთხრან, რომ ვინაიდან მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერთ, თავისუფალი მიმოსვლის ღირსი არ ხართო. ერთმა ჟურნალისტმა თქვა, პოლონეთში საზღვარზე რომ ვთქვი, მხარს „ქართულ ოცნებას“ არ ვუჭერო, ამ პირობით შემიშვესო. ეს სისულელე და ტყუილია, მაგრამ ეს მიმართულება მუშავდება და საკმაოდ დიდ სივრცეშია ეს პროპაგანდა და ტრენდი გავრცელებული. მთავარი სამიზნე არის ახალგაზრდები, მაგრამ მეორეა ის, ვინც სექტანტის აღტკინებით „ნაცმოძრაობას“ ემსახურება. ამ რეალობასაც დავძლევთ, რადგან უსამართლობის ეს ხარისხი იმ პრინციპებსა და წითელ ხაზებზე გადაბიჯებაა, რაც ევროპას უნდა ახასიათებდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – ქართული პოლიტიკიდან „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორების შემდეგ ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით შეივსება ველი, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს

ოპოზიციის რა გაერთიანებაზეა საუბარი, ორი ადამიანიც ვერ დადგა ერთად. „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. ახლები რომ
შექმნა, პარტიას ორი თავმჯდომარე ჰყავდა და რა გაერთიანებაზე საუბრობენ? – ამის შესახებ  პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორება მოხდება, ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით შეივსება ველი“.„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც პოლიტიკური ველი შეუვსებელი დარჩება. ვინ იქნება ოპოზიციაში, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ველი აუცილებლად შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები