ორშაბათი, აპრილი 14, 2025

მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს.

სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ და გალობდნენ: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა – ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ხალხს თვალები

ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ოპერაციის მართვისას და ყველაფრის გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, მათ შორის ტყვიების გამოყენებაზე, – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელიც საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს პასუხობს.წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია ახლა კონკრეტულ პოლიციელებს აბრალებს, რომ მათ ბრძანების გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვიები.„ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და მაპატიეთ, ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან სხვა არაფერი მომხდარა ამ წუთში, გარდა იმისა, რომ თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე მათ ითავხედეს და თვალები დასთხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო – თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს, ინტერვიუში ყველგან ამბობთ, მე გავეცი ეს ბრძანება და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. მე პირადად, ვეღარ გავიგე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.ამასთან, წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა: „ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ხალხს თვალები“.

პეტრე ცისკარიშვილი – გიორგი გახარია არის პარლამენტარი, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ

გიორგი გახარია არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას აქვს იმედი, რომ აიკრძალება ყველა პარტია, მათ შორის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა სურთ, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ მათი ოპოზიციური გაერთიანება დარჩეს.„გიორგი გახარია თავად იღებს გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას უბრალოდ მინდა, შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს კაცი არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმედი აქვს, ყველა პარტია აიკრძალება. პირველ რიგში ჩვენს პარტიას ერჩიან, „ნაციონალურ მოძრაობას“. მის კანონგარეშე გამოცხადებას აპირებენ და ჩვენი საბუთების ჩამორთმევას, თორემ იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებს, გასაგებია, რომ ვერ გააუქმებენ. ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებებენ, თვითონ რაღაცნაირად უნდა, რომ გადარჩეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ მხოლოდ თვითონ იყოს რეგისტრირებული, როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია. ამის იმედი აქვთ ამ ადამიანებს, რაც თავისთავად არის აბსურდი. ჯერ ერთი, ასე არ ხდება დიქტატურულ რეჟიმებში და მეორეც, ასე რომც მოხდეს, არანაირი ოპოზიციური ხმები მათ სასარგებლოდ ნამდვილად, არ წავა“,- აღნიშნა ცისკარიშვილმა.მისივე თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია არის ცირკი. ცისკარიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ.„პირველივე დღიდან, არაერთი კომენტარი გაკეთდა, რომ ეს არის ცირკი, ეს არის პიარისთვის, მხოლოდ. იმას ემსახურება, რომ არამხოლოდ პოლიტიკური პიარული ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ორგანიზაციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ ჩამოართვან საბუთები, გააუქმონ, კანონგარეშედ გამოაცხადონ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ. არანაირი წესდება და იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება, ბეჭდური სხვადასხვა მასალა და საბუთები არაფერს არ ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც არის საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარებისა და პროგრესის იდეა. ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების, ჩვენი უსაფრთხოების იდეა და ეკონომიკური წარმატების იდეა, რასაც ემსახურებოდა მიშა სააკაშვილი, მისი ადმინისტრაცია, რა დიდ წარმატებებსაც იმ ცხრა წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია, ეს იდეა აუცილებლად მოვა საქართველოში და თავის სიტყვას ჯერ კიდევ იტყვის. საბუთებს ჩამოართმევენ თუ არ ჩამოართმევენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის მეასეხარისხოვანი“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი გახარია – 20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე

20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.გახარიას თქმით, არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია.„ყველა ინტერვიუში, ოფიციალურ ჩვენებაშიც ნათქვამი მაქვს, რომ იმ ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ჩემზე. რაც შეეხება მცდელობას, თითქოს პოლიციელს რაღაც დავაბრალე. არც ერთ პოლიციელს კანონი არ დაურღვევია. ყველა პოლიციელს პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად ჰქონდა რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება თვითმოგერიების რეჟიმში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს, ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემზე. რაც შეეხება ბრძანებას, ბრძანებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, აგრესიული და შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მე გავეცი. ამას ყოველთვის ვამბობდი. დიახ, მე გავეცი. პოლიციელებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს რეზინის ტყვიები, მათ პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად სრული უფლება ჰქონდათ, ამ რეზინის ტყვიების გამოყენების. არავის არანაირი კანონი არ დაურღვევია. ორი სხვადასხვა განზომილება არსებობს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოგერიების რეჟიმში და რეზინის ტყვიების გამოყენება აქციის დაშლის კონტექსტში. ეს არის და ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კაია კალასი – ვხედავთ, რომ რუსეთს, სინამდვილეში, ომი სურს, მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს ყველამ, ვისაც სურს, ადამიანების ხოცვა დასრულდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება.აღნიშნულის შესახებ კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება.„ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე, რათა ომი ნამდვილად დასრულდეს. მშვიდობისთვის საჭიროა, ეს ორივე მხარეს უნდოდეს და მხოლოდ ერთი მხარის სურვილია საჭირო ომისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ, სინამდვილეში, რუსეთს ომი სურს. მაქსიმალური ზეწოლა უნდა განახორციელოს რუსეთზე ყველამ, ვისაც სურს, ადამიანების ხოცვა დასრულდეს“, – განაცხადა კაია კალასმა.

გიორგი გახარია – კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, მსგავსი რამ მოხდა ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში და ამიტომ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, გამოვცხადდე კომისიის სხდომაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, მასთან ერთად, უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი  და „გავრილოვის ჩამომყვანი ადამიანი“, ასევე, გენერალური პროკურორი და სუს-ის ხელმძღვანელი.„მიმაჩნია, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი.ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს. სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. აუცილებლად უნდა გამოჰკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებისთვის. არ ვიცი, თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ 20 ივნისს ამ შენობაში იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიას ან ცალკე აღებულ ადამიანებს.„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს, მე ამ შენობაში  ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს  ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ, რადგან ის პროცესები, რომლებიც შემდგომ მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარევ. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ, როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა, თუმცა, მაშინაც, 21 წლის 18 თებერვალს, როგორც ჩანს, უჩინარი კაცი ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი. ზუსტად ერთ საათში, თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს მაქვს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია, რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით მე ორჯერ მაქვს მიცემული ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. ჩემს ჩვენებებს ასე არ ვცვლი. თქვენ გქონდათ ამის უფლება და იმედი  მაქვს, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა, გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, დღეს ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებდა, თუმცა ფიქრობს, რომ ხდება კომისიის გამოყენება ჰიბრიდული ომისთვის, მსგავსი რამ მოხდა ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტშიც და ამიტომ ჩათვალა, სხდომაზე გამოცხადებულიყო.„გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა, დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ არ გაინტერესებთ, ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ. კომისიის მუშაობას რასაც თვალს ვადევნებ, სხვა საქმეებშიც მთავარ ფიგურანტებს, „ნაცების“ წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალვას. არ ვიცი, რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. ვხედავ, რომ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურების კონტექსტში. გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს, რომ კომისიას ვაღიარებ. ამ კომისიას რომ ვაღიარებდე, აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. მე ვაღიარებ იმას, რომ, სამწუხაროდ, მუშაობს ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, რათა ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო სიახლეები