სანამ კიდევ გვაქვს შანსი მოვამზადოთ უგემრიელესი მანდარინის ჩიზქეიქი.
ინგრედიენტები:
? 45გ ონა კრემი
? 125გ ორცხობილა
? 25გ დაფქვილი ნუში
? 750გ. ნაღების ყველი (კრემ-ყველი)
? 150გ. შაქარი
? 3 კვერცხი(ოთახის ტემპერატურაზე)
? 180გ ნაღები
? ვანილი
? 225გ თეთრი შოკოლადი
? 2-3 მანდარინი
მომზადების წესი:
? დატეხეთ ორცხობილა, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნუში, ნაღები და კარგად ათქვიფეთ.
? გადაიტანეთ მიღებული მასა ფორმაში და კარგად დატკეპნეთ. გაფრცქვენით მანდარინი და პატარა კუბიკებად დაჭერით.
? ორთქლზე გაადნეთ თეთრი შოკოლადი ონა კრემთან ერთად.
? ასევე ათქვიფეთ კრემ ყველი შაქართად ერთად დაუმატეთ სათითაოდ კვერცხი და თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
? ბოლოს დაუმატეთ ვანილი და გამდნარი შოკოლადი.
? ჩაყარეთ მანდარინი და გადაასხით კრემი ორცხობილის ცომს
? გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 1 საათით.
მიირთვით ცივი.