მანანა მენაბდე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს – მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი თუმანიშვილის თეატრში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა.
მანანა მენაბდე, მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში დაიბადა, წერდა და ასრულებდა სიმღერებს და საზოგადოებას თავი საკუთარი განსხვავებული მუსიკალური ხელწერით დაამახსოვრა. მუსიკოსი 76 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა.