პარასკევი, ივნისი 20, 2025

მამუკა ხაზარაძე – ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, ბედნიერიც ხარ, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები

გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

„დღეს 20 ივნისია, ექვსი წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო.

ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.

მას მერე ბევრი რამ მოხდა – „ოცნებამ” 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო. გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78 მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა. გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობისა და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები!

დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა – ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ  ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით და ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია!

ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! – რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონამორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძლედება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად!

ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც!  დიახ, მე ბედნიერი ვარ რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! – აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს!

ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი რეპრესიული იარაღი “ქართული ოცნების” ხელში – ლევან სანიკიძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ლევან სანიკიძე ეხმაურება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს. ლევან სანიკიძე არაკონსტიტუციური ქმედებაზე საუბრობს."მორიგი დრაკონული კანონი, ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ, მე როგორც ვიცი, განიხილება რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი "ქართული ოცნების" ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშსწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდეთ," - აცხადებს ლევან სანიკიძე.დღეიდან, პარლამენტი იმ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხება. "ქართული ოცნების" ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებები 5 კანონში შედის.საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე მისი ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვაც, ასევე დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც.

სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს – შსს-ს ინფორმაციით, საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ეხება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა. უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კახიანი “საფარის” არქივის განადგურებაზე – როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში

შემოსავლების წყაროების და საქმიანობის დამალვის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი ბაია პატარაიას განცხადებას, რომელმაც ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორგანიზაცია "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია.საბაბად პატარაიამ ბენეფიციარების პირადი მონაცემების დაცვა დაასახელა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ, რადგან მათი დაფინანსება არასწორად იხარჯებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არქივის განადგურება და ამისთვის არც სისხლის სამართლის დანაშაულს ერიდებიან."ის, რომ სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზე და ასეთ ქმედებებზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. მათ ეს ფაქტი ახსნეს იმით, რომ თითქოს, ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რაც სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს, არის კონფიდენციალური და პირიქით - კანონით ვალდებულება გააჩნია სახელმწიფო უწყებას, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს.ყველა შემთხვევაში, პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული. როდესაც, მიუხედავად ამისა, ასეთი არგუმენტით ამბობს, რომ იქ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო, როგორც ჩანს, იმ ორგანიზაციის შიგნით. არადა, საუბარია იმაზე, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სჭირდება ინფორმაცია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდეგ, ეს ორგანიზაცია ვის უხდის ამ თანხებს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ახალი კვლევა-კანაფის მოხმარება გულის დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის

ალბათ დროა, სერიოზულად გადავხედოთ დამოკიდებულება კანაფის მოხმარების მიმართ.ახალი კვლევის თანახმად, ამ ნარკოტიკის მომხმარებლებს ორჯერ მაღალი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის რისკი; ასევე მაღალია სხვა გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გვერდითი მოვლენების (MACE) საფრთხე.მსგავსი: მარიხუანას მოხმარება მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერებაკანაფი მსოფლიოს სულ უფრო და უფრო მრავალ ადგილას ხდება ლეგალიზებული, იზრდება მისი სამედიცინო და რეკრეაციული გამოყენება, თუმცა, ამას შეიძლება უფრო ახლო მონიტორინგი სჭირდებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. ახალი კვლევის ავტორებს, ტულუზის უნივერსიტეტის ჯგუფს სურდა უფრო დეტალურად შეესწავლა ჯანმრთელობის ის პოტენციური რისკები, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ცნობილი.ამისათვის მიმოიხილეს 2016-2023 წლებში გამოქვეყნებული 24 კვლევა, რომლებიც ჯამში 200 მილიონ ადამიანს ეხებოდა. საბოლოო ჯამში, კანაფის მოხმარების გამო 29 პროცენტით იყო გაზრდილი მწვავე კორონალური სინდრომი (გულში სისხლის მიმოქცევის შემცირება), 20 პროცენტით ინსულტი და 100 პროცენტით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა.„შედეგები ცხადყოფს დადებით კავშირებს კანაფის მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა ძირითად გვერდით მოვლენებს (MACE) შორის. ასეთმა შედეგებმა უნდა წაახალისოს კანაფის მოხმარების კვლევა ყველა იმ პაციენტში, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დარღვევები აქვთ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კვლევას თან ახლდა გარკვეული შეზღუდვები. მიმოხილული კვლევები განსხვავდებოდა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ განსაზღვრავდნენ ისინი კანაფის მოხმარებას, ეფუძნებოდა თვითმოხსენებას და არ ზომავდა ნარკოტიკის გამოყენებას დროთა განმავლობაში. ამის გამო, ეს კვლევები სტატისტიკურად ნაკლებად ძლიერია.მკვლევრები ასევე მიუთითებენ მიკერძოების მაღალ რისკზე, რასაც შესწავლილ კვლევათა უმეტესობა შეიცავდა და ამის მიზეზი ამ კვლევათა სტრუქტურირება იყო.ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევას არ უჩვენებია პირდაპირი მიზეზი და ეფექტი, აჩვენა მხოლოდ ასოციაცია. შესაძლებელია, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში როგორც კანაფის მოხმარებას, ისე გულის ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა.მიუხედავად ამისა, კვლევის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა დიდი რაოდენობა კანაფის რეალურ მოხმარებასთან დაკავშირებით, ამ მოსაზრებას იზიარებს. ამას გარდა, ამ კვლევაში შესულია უფრო ბევრი ახალი მონაცემი, ვიდრე სხვა კვლევებში და ამავე დროს, ცნობილია ისიც, რომ დროთა განმავლობაში იცვლება კანაფის მოხმარება და შემადგენლობა.ეს კი უკვე საკმარისია, რათა საჭირო გახდეს ჯანმრთელობის შესაძლო რისკების უფრო სიღრმისეული შესწავლა.„ამ ნარკოტიკის ლეგალიზებამ და სამედიცინოდ გამოყენებამ მთელ მსოფლიოში, სავარაუდოდ წვლილი შეიტანა კანაფის ზოგადი აღქმის სიღრმისეულ ცვლილებაში და მისი მოხმარების საერთო ზრდაში. შედეგად, მომხმარებელთა პროფილები და მოხმარების ჩვევები ახლა სიღრმისეულად სხვაა, ვიდრე 2010-იან წლებში იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შეიმჩნევა კანაფის ძლიერი პროდუქტების მოხმარების ტენდენცია, იმატებს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაციაც.დამატებითი კვლევები ნამდვილად საჭიროა, არა მხოლოდ იმის განსასაზღვრად, განაპირობებს თუ არა ჯანმრთელობის ამ რისკებს კანაფში შემავალი ასეულობით ქიმიური ნაერთი, არამედ იმისთვისაც, აქვს თუ არა გავლენა კანაფის სხვადასხვა ფორმით მიღებას, მაგალითად, შესასუნთქის ან საკვების სახით.წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ როგორ ზრდის ეს ნარკოტიკი კიბოს რისკს, მნიშვნელოვნად ცვლის დნმ-ს. იმ გავლენით, რაც მას თავის ტვინზე აქვს, კანაფი ასევე შეიძლება იწვევდეს ფსიქოზს.ახალ კვლევას თან ახლავს სარედაქციო წერილი, რომლის ავტორები არიან სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგები — სანტონ გლანცი და ლინ სილვერი. მათი მტკიცებით, კანაფის მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რისკების შესახებ ხალხის განათლების მხრივ, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაში მოხდა.„კერძოდ, კანაფს თამბაქოსავით უნდა მოვეპყროთ — არ უნდა მოხდეს კრიმინალიზება, მაგრამ დავიწყოთ საწინააღმდეგო კამპანია, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაშია“, — წერენ ისინი.კვლევა ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ბოლო სიახლეები