სრული დაუმორჩილებლობა! – ასე მიმათა “ლელოს” ლიდერმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს, სიტყვით გამოსვლისას.
“არჩევანი ყველამ უნდა გააკეთოს, პირველ რიგში უნდა გააკეთოთ იმ ადამიანებმა, რომლებიც მსახურობენ საჯარო სექტორში, რუსთაველის გამზირზე არ წყდება საქართველოს ბედი მარტო.
უნდა დავიწყოთ საერთო, ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა. შუალედი არ არსებობს, ვინმეს არ ეგონოს, ილუზიაში არ ჩავარდეს არავინ.
სრული დაუმორჩილებლობა!
აქ საქართველოს დასაცავად ვართ ყველა ჩვენ გამოსულები! ამ ქვეყანას არ დავთმობთ არავითარ შემთხვევაში!” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.