ორშაბათი, ივნისი 23, 2025

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

პარტია „ლელოს“ ოფისში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ პარტიის ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პარტიის ოფისში მივიდნენ და იქ ელოდებოდნენ შსს-ის თანამშრომლების გამოჩენას.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას საქმეზე, პოლიციამ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა როგორც მამუკა ხაზარაძეს, ისე ბადრი ჯაფარიძეს.

„ლელოს“ ოფისში იმყოფებიან როგორც „ლელოს“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი: “ლელოს” ამომრჩეველს რამე-რუმეები უნდა აუხსნას ხაზარაძემ, რომელსაც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი ციხეში იპოვა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში ის "ქართული ოცნების" ამომრჩეველს წარმოადგენს და არაფერი აქვს ასახსნელი "ლელოს" ამომრჩევლისთვის.როგორც წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ლელოს" ამომრჩეველს ძალიან ბევრი რამ თვითონ "ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილმა უნდა აუხსნას, თუმცა მათ თავშესაფარი ციხეში იპოვეს"."მე წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, პარლამენტში მე წარმოვადგენ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს და არაფერი არ მაქვს ასახსნელი ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. "ლელოს" ამომრჩევლისთვის მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი. "ლელოს" ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში. რათა მას ამომრჩეველთან არ ჰქონდეს პასუხი საგები. ის შეგნებულად წავიდა თუ არა ციხეში მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის შეგნებულად არ მოვიდა კომისიის სხდომაზე. როდესაც ისმის ამდენი საყვედური, რომ მოქალაქეები ამბობენ თითქოს მონაწილეობდა რეკეტში, რომ იყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენების დასატერორებლად - პირადად ხაზარაძე და ჯაფარიძე. როდესაც არ გიჩნდება სურვილი, რომ მოხვიდე და ეს გააბათილო, ეს მინიმუმ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს "ლელოს" ამომრჩეველშივე. ამიტომ, მე მათთვის არაფერი არ მაქვს ასახსნელი. ასახსნელი ძალიან ბევრი თვითონ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პეტერ ფიშერი – ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში – საით მიდიხარ, საქართველო?

ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი - ეს ფართოდ გავრცელებული კრედოა. თუმცა, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს აღქმა იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, - წერს პეტერ ფიშერი.

ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 15:37 საათზე, 8.99 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ბათუმში დაკარგული ბავშვი იპოვეს

ბათუმში დაკარგული ბავშვი იპოვეს.ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„ვიპოვეთ ხალხო, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ჯანმრთელად გიმყოფოთ თქვენი შვილები“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

ბოლო სიახლეები