პარასკევი, მაისი 9, 2025

მამუკა წოწერია: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უფრო მეტად გაძლიერდება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი თხილის საწარმოო პროცესს გადამამუშავებელ ქარხანა „ტურგალ გრუპში“ გაეცნო. კომპანიას სამეგრელოში წარმოებული თხილისგან შექმნილი ნედლეული და გადამუშავებული მასალა ექსპორტზე ევროპაში გააქვს. საწარმოს ISO სერთიფიკატის მფლობელია და 50-ზე მეტი ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.
„ტურგალ გრუპის“ დირექტორი ბიზნესმენი მაია მიქავა ასევე ფლობს აგროსახლს, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს აერთიანებს, აგროსახლი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რომელიც იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა, ლაბორატორია ნიადაგის და სურსათის თანამედროვე კვლევებს ატარებს, აქვე მდებარეობს სასწავლო-გადამზადების ცენტრი და ზოოვეტერინარული კლინიკა.

მამუკა წოწერია საწარმოსა და აგროსახლში, პროპორციული სიის პირველ ნომერთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ყურაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მერობის კანდიდატის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგეს და ეს პროცესი მეტი მხარდაჭერით გაგრძელდება.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამ მიმართულებით მხარდაჭერა. არის ძალიან დიდი რესურსი, პროგრამები სოფლის მეურნეობის განსავითარებლად და დღეს ჩვენ ვსტუმრობდით  საწარმოში, რომელიც არის ნათელი მაგალითი  საერთაშორისო სანდო პარტნიორობის რაც საბოლოო ჯამში იწვევს ამ საწარმოს ფინანსურ და ოპერაციულ სტაბილურობას. ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხიც, სადაც დასაქმებულია 50 ადამიანზე მეტი და ასევე ვესტუმრეთ აგრო სახლს, რომელიც ასევე არის ნათელი მაგალითი კომპლექსური სერვისული მომსახურების, როგორიც არის ლაბორატორიული კვლევები, ნიადაგის,  კვების პროდუქტების კვლევები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრული სერვისი შეთავაზებულია, ასევე ვეტერინარული მომსახურების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სასწავლო ცენტრი, რომელიც აქ მდებარეობს. სახელმწიფო ასეთი სერვისული, კომპლექსური მიწოდების განვითარებით არის დაინტერესებული და ამ პროცესს რა თქმა უნდა დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენგან“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 24.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები