პარასკევი, იანვარი 30, 2026

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტები ბოლო დღეებში ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია

ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინებზე უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ. იქიდან გამომდინარე, რას სიტუაციაც დღეს არის, მე აღარ მგონია, რომ საქართველო კვლავ დაიჩაგროს და უსამართლო გადაწყვეტილების ობიექტი გახდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ რეალურად იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ზედმიწევნით მივყვებით თითოეულ პუნქტს. ჩვენი პატივცემული ოპოზიცია რომ ამაში ხელს არ გვიშლიდეს, კარგი იქნებოდა. მაგალითად, აგერ უკვე მე-7 დღეა, პრეზიდენტსაც კი ვერ დავაცდენინეთ კითხვაზე პასუხი, საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. და ის კი არა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ იმაზე, რომ რამენაირად სტატუსი არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ამ ბოლო დღეებში ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილია, როდის დაბრუნდება მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა  გაავრცელა.„ნიუკასლთან“ მატჩის დროს მიღებული  მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან  10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. წეერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა, მეტ-ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.ბოლო ინფორმაციებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალს) გამართავს. შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალს) დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა კვარამ რამდენიმე წუთი ითამაშოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.

თეთრი სახლი – კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება ტარიფების სახით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ახალი ტარიფები დაწესდა იმ ქვეყნებიდან საქონელზე, რომლებიც კუბაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას განაგრძობენ.„კუბის მთავრობა კვლავ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უცხო ქვეყნებმა ამ რეჟიმის მხარდაჭერა სასიცოცხლო ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფით მოახდინონ. ამიერიდან, ჰავანაში ნავთობის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება შეერთებულ შტატებში შეტანილ საქონელზე ტარიფების სახით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, გამონაკლისის გარეშე, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ „კუბა მალე დაინგრევა“ და აღნიშნა, რომ ვენესუელა, რომელიც ოდესღაც კუნძულის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი იყო, კუბას აღარ უგზავნის არც ნავთობს და არც ფულს.Financial Times-ის ცნობით, კუბას დაახლოებით 15-20 დღის ნავთობის მარაგი აქვს დარჩენილი მიმდინარე მოხმარებისა და შიდა წარმოების დონის გათვალისწინებით.

შალვა პაპუაშვილი – ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც, აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გასული წლის მაისი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილს.„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემ მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი – საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი.პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც – აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, გასულ წელს შალვა პაპუაშვილმა წერილით მიმართა პაველ ჰერჩინსკის, რომელშიც წერდა, რომ „ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ, ხელისუფლების მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღის, ძალადობის გამოვლინებისგან დისტანცირებას“.

დონალდ ტრამპი – ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები, ევროპას ვეღარ იცნობ, დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპა თავს ინადგურებს.მისივე თქმით, „ვიდრე გვიანი არ არის, დროა, ევროპამ ჭკუა ისწავლოს, ევროპის მიგრაციასა და ენერგეტიკას პოლიტიკა მას ანადგურებს.„ევროპა თავს ინადგურებს ამ სულელური ქარის წისქვილებით, რომლებითაც გაავსეს ულამაზესი მიდამოები. ევროპა გონს უნდა მოეგოს. მიგრაციასა და ენერგეტიკას შორის მოქცეულნი, ისინი ანადგურებენ საკუთარ თავს – ევროპას ვეღარ იცნობ. დროა, ჭკუა ისწავლონ, ვიდრე გვიანი არ არის”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

„როიტერი“ – აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ხომალდს აგზავნის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ ხომალდი USS Delbert D. Black რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში შევიდა. მისივე თქმით, ამით ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ავიამზიდთან და სამ სხვა სანაპირო საბრძოლო გემთან ერთად.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონადლ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებზე ძალადობას არ შეწყვეტს, ირანს დაარტყამს.

ბოლო სიახლეები