ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

მამუკა მდინარაძე: ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ ჩვენი მესიჯი უნდა იყოს ერთი, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით

განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობასა და ამავე დროს ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„შანტაჟი გვახსოვს ბიძინა ივანიშვილზეც, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნით. ჩვენ პირდაპირი მოწოდებები გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას. ბოლოს საითაც არ უნდა ვიაროთ, რა ლოგიკაც არ უნდა განვავითაროთ, რაც უნდა მოვყვეთ ან ვერ მოვყვეთ, მაინც იქით მივდივართ – საქართველოს მადლობას ეტყვიან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის ჩაერთვება ომში და გაწირავს თავს გლობალური მიზნებისთვის.

დიდმა ქვეყნებმა შეიძლება იბრძოლონ და შესაძლოა, დიდი მსხვერპლი გაიღონ, მაგრამ ფიზიკურად მაინც გადარჩნენ და ამ დიდ საოკუპაციო ომში, დიახ, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ნატოს გაფართოების, ერთად ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიმდინარეობს, საქართველო ვერ, არ ჩაერთვება, რადგან გარდა ადამიანური მსხვერპლისა, შესაძლოა ქვეყნის ფიზიკური განადგურების საფრთხე იყო. ჩვენ ამას არ და ვერ გავრისკავთ და ეს მშვიდობა არის ძნელად გადასატანი, რადგან ომის გარდა, ზუსტად ვიცით, არაფერს დაგვიფასებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.

„სირთულეც ამაში მდგომარეობს, რომ შენ გაკისრია მისია – ამ გლობალურ კონტექსტში ფიზიკურად გადარჩე და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად, მეორე ნაწილი არ გახდე და ომში არ ჩაგითრიონ. ამავდროულად უზრუნველყო, რომ გზა იყოს ევროპული, რაც არ უნდა სპეკულაციური მესიჯები, შანტაჟი, პროვოკაციები იყოს, ევროპის გზაზე იარო. ამავდროულად, ეს გზა თავსებადი გახადო მთავარ მიზანთან, რომელსაც ჰქვია ტერიტორიების დეოკუპაცია. მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ ეს ხალხი და ტერიტორიები. ჩვენი მესიჯი, რაც უნდა ხდებოდეს, უნდა იყოს ერთი ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ, რომ არასდროს საქართველო არ იფიქრებს მათ დაბრუნებას ომით. არასდროს! ამ სიტყვას არასდროს უნდა გადავიდეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ განვითარებით, მშვიდობით, ევროპულობით უნდა გავხდეთ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ეს ადამიანები, ტერიტორიები, უნდა დავიბრუნოთ. უბრალოდ, ასე უნდა გავმთლიანდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას

ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები