შევეცდებით, დავასახელოთ პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში ბევრი კანდიდატის შესახებ ჰქონდათ მსჯელობა.
„შევეცდებით, სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით. პრეზიდენტის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება, შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შევეცდებით, თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროვებულ ვადებშიც ვისაუბროთ პრეზიდენტობის კანდიდატზე“, – განაცხადა მდინარაძემ.