ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

მამუკა მდინარაძე: უმრავლესობა პარლამენტს ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად, ნინო წილოსანს წარუდგენს

საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო.

ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტში ცვლილებები შეეხო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ერთი ვიცე-სპიკერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის, ასევე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც , ტრადიციულად, იმართება ხოლმე ყოველი სასესიო კვირის ორშაბათ დღეს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. როგორც უკვე გქონდათ ინფორმაცია, პირველი ეხება უმრავლესობის ლიდერის არჩევას და მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. უმრავლესობა ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც გათავისუფლდა, ვიცე-სპიკერის ადგილზეა საუბარი, ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ნინო წილოსანს. ასევე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ ანუ როდესაც მე უმრავლესობის ლიდერად ამირჩიეს, ამის შემდეგ მოხდა ეს კენჭისყრა, რატი იონათამიშვილს. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ, რაც ნინო წილოსანი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, ანუ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს, გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის პირველი მოადგილის პოზიციაზე ირაკლი-დაჩი ბერაიას. ეს საკადრო გადაწყვეტილებები იქნა დღეს მიღებული. ზოგი მათგანი უკვე შევიდა ძალაში, რაც შეეძლო უმრავლესობას და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გადაეწყვიტა, ხოლო პარლამენტის მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე ჩვენ შესაბამის თანამდებობებზე წარვადგენთ ჩვენს კოლეგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ერთგული ვრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ომის დაწყების პირველი დღიდან საქართველო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ყველაფერს აკეთებს.„ერთადერთი, რაც შეიძლება, გასაკვირი ყოფილიყო, იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ირჩევს, შეიძლება, ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს მხარს უჭერს, თუმცა ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია და მტრულ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენთვის საზომი უკრაინელი ხალხია, რომელსაც გვინდა, იმ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ, რომელსაც გადიან. არავის გაღიზიანების ან არგაღიზიანების შიშით არ ვმოქმედებთ, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძველზე ვმოქმედებთ. მივდივართ იმ ნაბიჯებით, რაც ჩვენს ინტერესებში ჯდება და ხელს არ უშლის მთავარ პრიორიტეტებს. ვერ გამოგვიყენეს ინსტრუმენტად, რომ საქართველოში ცეცხლის რკალი დაენთოთ რუსეთის გარშემო და ჩვენ ვყოფილიყავით მარიონეტი, ისევე, როგორც უკრაინას იყენებს ზოგიერთი ძალა მარიონეტად რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი.„ვიღაცას უნდოდა, რომ ჩვენ მარტიონეტული ომის ინსტრუმენტი ვყოფიკიყავით და ახლა როგორც არის უკრაინასთან დაკავშირებით, ვაი-ვიშვიში ყოფილიყო, ფული საიდან გამონახავდნენ. რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს თუ ვერ ადებენ, გეგმა „ბე“ რა არის? ბელგიის პრემიერის განცხადება იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის აქტივებს თითი ვერავინ დაადო. ცუდი კი არ არის, ვერ აკეთებენ და ეს არის პრობლემა, გეგმა „ბე“ არ აქვთ. ამას თუ ვერ აკეთებენ, რას აკეთებენ, თავის ფულს ხარჯავენ? არ აპირებენ, თავისი ფული დახარჯონ. მათთვის, ვინც საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხო დროშაზე მლოცველები არიან, რა თქმა უნდა, მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელია. ფიქრობენ, რომ უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს მათი ქცევის მაგალითია. ამიტომ, უკვირთ. სინამდვილეში, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადაც ქართველი ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში იჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე 2025 წლის შედეგები შეაჯამა.მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორს დარგის ზრდის დინამიკა, მისი შემდგომი განვითარების ხედვა, ამ მიზნით არსებული გეგმები, პროგრამები და პროექტები გააცნო. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა ტურიზმის დარგის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორთან  დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში."ტურიზმის სექტორის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ეს არის განსაკუთრებით ინკლუზიური დარგი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მცირე და მიკრო მეწარმეობის, ასევე რეგიონების განვითარების პროცესში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო აღიარება, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა, მათ შორის ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მანამდე არ გვიცნობდნენ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +5.1%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი - 4.3 მილიონი, რაც +7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს – ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

"თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაოუაშვილო წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ."თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს. დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად - ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ", - წერს პაპუაშვილი.

ევროპარლამენტარი შტეფენ კოტრე: არ გვაქვს უფლება, დავამხოთ საქართველოს მთავრობა და ევროპელ გადამხდელთა მილიონები ვაგზავნოთ რეჟიმის შეცვლის ოპერაციის დასაფინანსებლად. ქართველებს აქვთ არჩევანის უფლება

მინდა შევახსენო კოლეგებს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და არა ევროკავშირის კოლონია, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის თემაზე გამართულ დებატებზე ევროპარლამენტარმა შტეფენ კოტრემ.მისი თქმით, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენულ თანასწორობას.„ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ და არა ოპოზიცია, იმიტომ, რომ სააკაშვილი დიქტატორი იყო და ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავდა, „ქართულ ოცნებას“ კი საქართველო მშვიდობისა და განვითარებისკენ მიჰყავს. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სუვერენულ თანასწორობას. არ გვაქვს უფლება, დავამხოთ საქართველოს მთავრობა და ევროპელ გადამხდელთა მილიონები ვაგზავნოთ რეჟიმის შეცვლის ოპერაციის დასაფინანსებლად. ქართველებს აქვთ არჩევანის უფლება და ჩვენ საქართველო გვჭირდება როგორც პარტნიორი”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც კრიტიკული, ისე მხარდამჭერი განცხადებები.

„18 მშვენიერი და საოცარი წელი ერთად…“ – ანუკი არეშიძის ოჯახური კადრები

„18 მშვენიერი და საოცარი წელი ერთად...“ - წერს დიზაინერი ანუკი არეშიძე და მეუღლესთან, კახა კალაძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი კომენტარი მიიღო.

ბოლო სიახლეები