მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ეს ცალსახა პროვოკაცია და ტყუილია

Read Time:27 Second

გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ისინი დარჩებიან ხელფასების გარეშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი.

„ცალსახად, გარანტირებულად შემიძია ვთქვა, ეს ცალსახა პროვოკაცია და ტყუილია. ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი. არცერთი ბენეფიციარი ამით არ და ვერ დაზარალდება. ამის სრულ გარანტიას ვიძლევით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფიფა-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა
Next post გიორგი კვირიკაშვილი: იმედს ვიტოვებ, “ოცნება” არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა