სამშაბათი, დეკემბერი 24, 2024

მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი, შეიძლება, ეს მძიმე ემოციურ ფონს დააბრალო და ამას ვიღაცები ხელს უწყობენ

ბუნებრივია, მძიმე ემოციური ფონი აქვს ამ ქალბატონს. იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება, ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ვიღაცები ხელს უწყობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძემ ჰკითხეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.

მამუკა მდინარაძის თქმით, „პრემიერ-მინისტრის, არჩევნების დანიშვნას საფუძვლები სჭირდება“.

„დღეს ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც დახურულს კარს მიღმა კი არა, საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშვნისკენ. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიცი, კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან, მთლად ასეთი უცოდინრებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ახალი არჩევნები, ამას თავისი საფუძვლები სჭირდება. ასე თუ იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ თენგო დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხელს ხომ ის აწერს, რა პრობლემაა. კონსტიტუცია თუ ასე უნდა წაიკითხონ ცალკე, ასეთი შემთხვევა წარსულში გვქონდა. მათ გაიგეს კონსტიტუცია ისე, რადგან საგარეო ურთიერთობებს წარმოადგენსო, ასე ცალკე ამოგლეჯილად ეს მუხლი, დღემდე თვითონ აცხადებენ, რომ საგარეო ურთიერთობებში ყოველგვარი თანხმობის და ნებართვების გარეშე შეუძლია წავიდეს და თვითონ დაალაგოს ქვეყნის შესახებ ურთიერთობები. წარმოუდგენელი ამბავია. იგივე წარმატებით შეუძლია, თენგო ან თავად ნიკა გვარამია დანიშნოს პრემიერ-მინისტრად. ხელს ხომ თვითონ აწერს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის ნდობა არის საფუძველი, პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ხელი რომ მოაწეროს. ასე თუ შეუძლია არჩევნების ჩანიშვნა, ჩაატაროს, გვარამია და თენგო იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები. არასერიოზულია. კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით, ყველაფერს სჭირდება თავისი საფუძველი. ასეთი საფუძველი არ არსებობს.

მეტიც, გუშინ ლაპარაკობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი დაემუქრაო. ადამიანი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობაა, დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება. ხელისუფლების მითვისება კიდევ ცალკე თემაა. კოსნტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების მითვისება არ შეიძლება, დაუშვებელია. ასევე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი მუხლი, ყველა შემთხვევას აქვს თავისი დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი ხასიათი. დანაშაულს თუ ჩაიდენ და აღმოჩნდები გისოსებს მიღმაო, ადამიანი თუ გეტყვის, მუქარა რანაირად არის, არ ვიცი. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აღმოჩნდება მართლმსაჯულებაში. გამოძიება მიხედავს. ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურა ხაჩიძე მიმართვას ავრცელებს

„თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს. „მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერებთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი! პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის, თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტალახს მესვრით. პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ. ამბროლაური“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დასახელდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს ახალი კაბინეტის შემადგენლობა დასახელდა. ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ოფისმა ახალი მთავრობის შემადგენლობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა კაბინეტს ქვეყნის ბიუჯეტის გარშემო დავის გამო პარლამენტმა ნდობა აღარ გამოუცხადა. ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მიერ დაკომპლექტებული მთავრობა მოიცავს როგორც კონსერვატორებს, ასევე ცენტრისტული და მემარცხენე წრეების წარმომადგენლებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს ბანკირი ერიკ ლომბარი დაიკავებს. ხისტი მემარჯვენე ბრუნო რეტაიო რჩება შინაგან საქმეთა მინისტრად. სებასტიან ლეკორნუ, რომელიც უკრაინისთვის საფრანგეთის სამხედრო მხარდაჭერის წინა ხაზზე იყო, თავდაცვის მინისტრად რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრად დარჩება ჟან-ნოელ ბარო, რომელმაც ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში ბევრი იმოგზაურა. ახალ მთაბრობაში არის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მანუელ ვალსი იქნება ზღვისიქითა ტერიტორიების შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო ელიზაბეთ ბორნი განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.​​​​​​​​​​​​​​​​ როგორც ფრანგული მედია წერს, ახალ მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, მოუწევს 2025 წლის ბიუჯეტეზე მუშაობა. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ამჟამად არცერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა. ამის გამო საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისია. ექსპერტების აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრად წარდგენილ ბაირუს პოლიტიკურმა გამოცდილებამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენას.

ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვილი სანიოლი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების ათეულში დაასახელა. ორგანიზაციამ 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის ნაკრების მთავარი მევრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაასახელა, რომლსი ხელმძღვანელობითაც გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. ვილი სანიოლი, რომელმაც „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, იქ კი მერვედფინლში ითამაშა, IFFHS-მა მე-9 ადგილზე დაასახელა. ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელიც საუკეთესო სპეციალისტების სიაში მოხვდა. 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი: 1. ლუის დე ლა ფუენტე, ესპანეთი – 274 2. ლიონელ სკალონი, არგენტინა – 148 3. დიდიე დეშამი, საფრანგეთი  – 35 4. გარეტ საუთგეიტი, ინგლისი – 26 5. ემერსონ ფაე, კოტ დ’ივუარი – 18 6. იულიან ნაგელსმანი, გერმანია – 17 7. ნესტორ ლორენცო, კოლუმბია – 14 8. ვინჩენცო მონტელა, თურქეთი – 8 9. ვილი სანიოლი, საქართველო – 6 10. მარსელო ბიელსა, ურუგვაი – 5

დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ღიად აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა აშშ-ში „დიფ სთეითის“ ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხებაა – სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და მის გეგმებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით, აშშ-ში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროსაც ებრძოდა, თუმცა მან ეს ბრძოლა წააგო. სოზარ სუბარის განცხადებით, ამ გამარჯვებით ტრამპი და მისი გუნდი განსაკუთრებით მიუდგნენ „დიფ სთეითის“ (deep state) საკითხს და ღიად აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალური მმართველობის დამარცხებაა. „ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფორმალურ მმართველობას დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს გამოუცხადა ბრძოლა, თუმცა მაშინ ის პრაქტიკულად დამარცხდა. მთელი ოთხი წელი მან ისე გაატარა, რომ ერთი იმპიჩმენტის პროცედურიდან მეორე იმპიჩმენტის პროცედურაზე გადადიოდა და ვერ მოიცალა, რომ მიეხედა ამ არარჩეული ადამიანების მმართველობისთვის, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ამერიკის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე. ახლა, ამ გამარჯვებით, ის განსაკუთრებით მტკიცედ მიუდგა ამ საკითხს და მისი გუნდის წევრებიც ერთხმად აცხადებენ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხება ანუ არაფორმალური მმართველობის დამარცხება ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება მათი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები