პარასკევი, ივნისი 19, 2026

მამუკა მდინარაძე-რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის, ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ

„რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ. ათი პროცენტი გაიგო იმის, რაც ხდება სინამდვილეში. მე, დღეს, ამასთან დაკავშირებით, არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ბატონი რომანი ამ საქმიანობით არის დაკავებული – მოჰკრავს ყურს რაღაცას, კარგად ვერ იგებს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შესახებ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ „ხალხის ძალის“ წევრები, მოძრაობის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებენ, მდინარაძემ რომან გოცირიძის მიერ არასწორად გაგებული ინფორმაცია უწოდა.

„გაახმოვანა ის ინფორმაცია, რასაც მოჰკრა ყური და შემდეგ განავრცო. როდესაც იქნება გადაწყვეტილება, მაშინ გაიგებთ. აქედან გამომდინარე, მე თქვენი კითხვის საპასუხოდ არ ვაპირებ რაიმე კონკრეტიზაციის შემოტანას. ბატონი რომანის ინფორმაციას, შეგიძლიათ, ათ პროცენტს ხანდახან ენდოთ. დარწმუნებით კი არა, მე ზუსტად ვიცი ყველაფერი. ვერ გეტყვით, თუ არ გეტყვით, ეს მე უკვე გითხარით. როცა იქნება შესაბამისი სვლები, თუ ცვლილებები, თქვენ ამას გაიგებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“გადავარჩინოთ ხათუნა” – პოლიტიკოსს ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"გადავარჩინოთ ხათუნა!" - ამ ლოზუნგით დღეს, "TV პირველის" ეთერში. 23:00 საათზე პოლიტიკოსის, ხათუნა სამნიძის დასახმარებლად 1 საათიანი მარათონი გაიმართება. ის ონკოპაციენტია და საზოგადოების დახმარება სჭირდება."რა უნდა ვქთვა, ჯერ გულისცემა უნდა დავამშვიდო, და მერე მოგიყვეთ ისევ ჩემი ამბავი," -წერს ხათუნა სამნიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდა.შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში PTB-ის პროექტის ფარგლებში სამეცნიერო- საგანმანათლებლო სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, PTB-ის (გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი) პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეტაპიანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც: PTB-ის მიერ გამოცემული წიგნის - „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა - ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“ პრეზენტაციას, PTB-ის მიერ ორგანიზებული, 4-9 მაისს გერმანიაში გამართული სასწავლო ვიზიტის - „თანამშრომლობა აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის – გზა ინოვაციისკენ“, შედეგებისა და გამოცდილების პრეზენტაციასა და სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის თერმული წინაღობის ლაბორატორიის განახლებული სისტემისა და აღჭურვილობის წარდგენას, მოიცავდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტების სპეციალისტები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო კომპანიებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები , გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტის (PTB) წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: დოქტორი კლემენს სანეტრა - PTB-ის ექსპერტი და წიგნის ავტორი; ლორა დონათი - PTB-ის პროექტის კოორდინატორი; კეია ჩოუდჰური – PTB-ის კონსულტანტი; დოქტორი ნოდარ ხატიაშვილი - წიგნის ქართული გამოცემის ტექნიკური რედაქტორი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო ტურში კი მონაწილეობდნენ: ნინო ბახტაძე, მარი თებიძე - სამშენებლო ფაკულტეტი, თემურ მიქიაშვილი - ენერგეტიკის ფაკულტეტი; ნათელა ძებისაშვილი - ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი. სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან სწორედ უნივერსიტეტი წარმოადგენს იმ აკადემიურ სივრცეს, სადაც მიმდინარეობს ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების მიმართულებით ცოდნის გავრცელება, კვლევების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, წიგნი - „ხარისხის გლობალური გამოწვევის გადაჭრის გზა - ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა“, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს. „ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეცნიერების, განათლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას, ცოდნის ტრანსფერსა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას. ღონისძიების მნიშვნელობა მრავალმხრივია. იგი ხელს უწყობს: ხარისხის ინფრასტრუქტურის საკითხების პოპულარიზაციას; უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას; სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ განვითარებას; თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობების წარმოჩენას; სამშენებლო მასალების სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. წიგნი კი წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელო მასალას ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის უკეთ გააზრებისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ. სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება განხორციელდა PTB-ის პროექტის - „ხარისხის ინფრასტრუქტურის მომსახურების გაძლიერება დამატებული ღირებულების, პროდუქტიულობისა და ინოვაციისთვის“, ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.

კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე

თბილისის მერი კახა კალაძე პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას გამოჯანმრთელებას უსურვებს.„ელენე ხოშტარიას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აცხადებს კალაძე.

მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა, გარდაიცვალა.ინფორმაციას AMBEBI.GE ავრცელებს.მათივე ცნობით, მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ამის შემდეგ გოგონა თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბოლო სიახლეები