სამშაბათი, აპრილი 7, 2026

მამუკა მდინარაძე: როგორც იქნა სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა

 

,,როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა აღნიშნა, სააკაშვილის სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ვერ ბედავენ, რომ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაგალითად, „ნაცმოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ღალატი ჩაიდინა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა ეს თავის ვიდეოკლიპში აღიარა. ასევე, მან აღიარა, რომ ამ ქვეყანაში მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა და შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ სიღარიბე თურმე მხოლოდ 34-დან 30 პროცენტამდე შემცირებულა. თურმე განვითარება ყოფილა ფასადური, თურმე ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე იმდენად გააპიარეს, რომ მოჩვენებითი წარმატების ილუზია შეუქმნეს მოსახლეობას. ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“, რომ როდესაც ოჯახის წევრები სამზარეულოში გადიოდნენ, ტელეფონებს მეორე ოთახში ტოვებდნენ, რომ რამე არ წამოსცდენოდათ, რისთვისაც მერე პასუხისგებაში მისცემდნენ ან აწამებდნენ. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა აღიარა და უბრალოდ ამას უმძიმესი შეცდომები დაარქვა და არა – უმძიმესი დანაშაულები, რაც უფრო სწორი იქნებოდა. გუშინ თანამზრახველები ამ უმძიმეს დანაშაულებში და დღეს მისი სატელიტები ვერ ბედავენ, რომ მას პოლიტდევნილი არ დაარქვან. ხომ, ვიცით, რომ ის იყო ბელადი და დანარჩენი, ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უდიდესი ნაწილი, დაკვეთის შემსრულებელი იყო. დღეს ისინი ვერ ბედავენ, რომ არათუ პასუხი აგონ ამ დანაშაულზე, არამედ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ; რამდენიმე საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასაც ვერ ბედავენ. ვერ ბედავენ რეალური პასუხის გაცემას რატომ დაუჭირეს ისეთ მოცემულობას მხარ, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ბრალდებოდათ ომის დაწყება და შემდეგ ისტერიულად დასდევდნენ კორიდორებში ქართული ოცნების დეპუტატებს და ეკითხებოდნენ, ჟურნალისტები მათ შორის ვინ დაიწყო ომი. ასეთ პრიმიტიულ მოცემულობას იმიტომ, რომ ჩამოერეცხათ თვითონ და გაღმა შედავებოდნენ ვიღაცას და ათი წლის განმავლობაში ალაგეს ეს მესიჯი, რომ ღალატი არ შეემჩნია ვინმეს და ბოლოს აღმოჩნდა, “, – განაცხადა მდინარაძემ. როგორც საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა აღნიშნა, არჩევნების წინ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდის მიზანიარჩევნებზე ხმების მოპოვება იყო. ,,ბოლოს თვითონ აღიარა, რომ მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები და მიზანი რა იყო არ გაინტერესებთ? მიზანი იყო ხმების მოპოვება და არა სინანული და არა მართლა გულწრფელი ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე. არჩევნების წინ ასეთი ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას და ეს არის ბოდიშის მიზანი და ამ მიზნით როგორც იქნა წამოცდა და აღიარა უმძიმესი შეცდომები და უმძიმესი დანაშაულები და ამის შემდეგ კიდევ ბედავენ და საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს პოლიტ-დევნილი და მათ გარდა ამას აღარავინ ლაპარაკობს არც ამ ქვეყანაში და სხვათა შორის არც ამ ქვეყნის გარეთ. ეს არის მთავარი მოცემულობა და ჩემი აზრით ყველას უნდა მოეკითხოს დღეს პასუხი ვინც კი მის მესიჯებს ახმოვანებს და უკაცრავად ამ ჟარგონისთვის „აპრავებს“ . რას იტყვიან ამის შემდეგ, როდესაც მათთმა ბელადმა და მათთმა ლიდერმა თავად აღიარა წლების შემდეგ პირველად როგორც იქნა ის უმძიმესი შეცდომები მისი თქმით და უმძიმესი დანაშაულები”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდი სამშაბათი – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.დიდი სამშაბათიდიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მოწმუნეებს სულიერი სიფხიზლისაკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისაკენ, განსაკუთრებით კი მოწყალებისაკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

რობერტ ფიცო – უკრაინის მიერ ევროპის დაცინვა აღმაშფოთებელია, წარმოუდგენელია, როგორც იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეუტიოს გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას

ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს ახლა რეალურ დროში შეუძლიათ, დაინახონ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ უნდა დაგვემუქრონ სამხედრო გამოცდილებით, თუ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.ფიცოს თქმით, მუდმივად თან სდევს შეშფოთება ქვეყნისა და ევროპის მომავლის შესახებ. როგორც ფიცო აღნიშნავს, გაურკვეველია, მომდევნო პერიოდში კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური იქნება, თუ საფრთხე უფრო მასშტაბური იქნება და შეეხება უსაფრთხოებასა და მშვიდ ცხოვრებასაც.სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვნად იძაბება და საჭიროა მკაფიო პასუხი იმ პირების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, ომებს უჭერენ მხარს, არღვევენ საერთაშორისო სამართალს და არ იცავენ ადამიანის უფლებებს. ამ კონტექსტში, ფიცო არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დაცვის საკითხი საკონსტიტუციო დონეზეც განიხილონ.„მუდმივად მაწუხებდა ერთი განცდა, შეშფოთება იმაზე, რა მოხდება უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში — იქნება ეს მხოლოდ ეკონომიკური კრიზისი, ფასების ზრდა და საწვავის დეფიციტი, თუ უფრო მეტი — ჩვენი მშვიდობიანი ცხოვრების, უსაფრთხოებისა და მსოფლიოს ახალ წესრიგში ჩვენი ადგილის საკითხი“, – განაცხადა ფიცომ.ფიცომ ასევე ისაუბრა საერთაშორისო ვითარებასა და ენერგეტიკულ კრიზისზე. მისი შეფასებით, გლობალური პროცესები უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.„ვხედავთ, რომ ნავთობისა და გაზის მდგომარეობა უარესდება და ფასები იზრდება — ამ პროცესს ვერავინ გაექცევა“, – აღნიშნა ფიცომ.ამასთან, ფიცომ გააკრიტიკა ევროკავშირისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები.„უნგრეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ ვიბრძვით „დრუჟბას“ ნავთობსადენის ხელახლა გახსნისთვის და ვუხელთ თვალებს ევროკომისიას, რომელიც არაკომპეტენტურობისა და იდეოლოგიური სიბრმავის რეკორდულ დონეს აღწევს. ჩვენ მივუთითებთ უკრაინის პრეზიდენტის მტრულ ქმედებებზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ახლა მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ. თითქმის წარმოუდგენელია, თუ როგორ იქცევა უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეუტიოს გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურას. ის ფაქტობრივად უგულებელყოფს ევროკავშირის მოთხოვნებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. არ მესმის, რატომ არ ეუბნება ევროკავშირი უარს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის საომარ სესხს, როდესაც ხედავს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეალურ დამაზიანებელ ქმედებებს. სლოვაკეთი არ მონაწილეობს ამ სესხში, მაგრამ უკრაინის მიერ ევროპის დაცინვა აღმაშფოთებელია. ევროკავშირის მთავარ მოთამაშეებს ახლა რეალურ დროში შეუძლიათ, დაინახონ, თუ როგორ მოიქცევა უკრაინა, თუ ის ევროკავშირის წევრი გახდება. ჩვენ არ უნდა დაგვემუქრონ სამხედრო გამოცდილებით, თუ ისინი არ მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ“, – განაცხადა ფიცომ.მისივე განცხადებით, სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემას.„სლოვაკეთი დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს — ღირსებით და არა ორმაგი სტანდარტებით. 2027 წლის არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შეცვლაზე – ეს იქნება არჩევანი, დარჩება თუ არა სლოვაკეთი სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.„აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ცნობარი აბიტურიენტებისთვის: https://naec.ge/#/ge/post/3538წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს: naec.ge“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.„6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით, გაიმართა ოფიციალური სადილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პატივსაცემად, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციით, ხვალ, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.მათივე ცნობით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

ბოლო სიახლეები