ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025

მამუკა მდინარაძე – რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა რატომ დაუკავშირა „გირგვლიანის შესწორებებს“, თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან არაფერ შუაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ გირგვლიანის შესწორებებს, მდინარაძის თქმით, ის დარეგისტრირებულია და ბიუროს ხვალინდელ სხდომაზეც გავა.

„მემორანდუმთან, რომელიც დაკავშირებულია 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვასთან, არაფერ შუაში არ არის „გირგვლიანის შესწორებები“. რატომ თქვა პრეზიდენტმა, თავად უნდა ჰკითხოთ.

თავის მხრივ, „გირგვლიანის შესწორებები“, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება სამომავლო პრევენციას, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან მაღალი გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს უკავშირდება და მისი მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამასთან, მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომელზეც საუბარი შედგებოდა, არ არსებობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, შესაძლოა, ეს რიცხვი ტრილიონამდეც გაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს თეთრ სახლში უმასპინძლა.ტრამპის თქმით, მადლობას უხდის საუდის არაბეთის პრინცს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე თანხმობისთვის. დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ინვესტიციის მოცულობა გაიზარდოს.„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას დათანხმდით. და რადგან საუდის არაბეთის პრინცი ჩემი მეგობარია, შესაძლოა, ის ტრილიონად აქციოს. მე ამაზე ვიმუშავებ. ეს 600 მილიარდი დოლარია, თუმცა შეიძლება, რიცხვი ცოტათი გაიზარდოს. ვნახოთ, მაგრამ ამას ძალიან ვაფასებ. საუდის არაბეთი 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ნიშნავს ინვესტიციებს ქარხნებში, კომპანიებში და სამუშაო ადგილებში, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცთან დიდი ხანია, მეგობრობს, რადგან მათ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ.დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ მოჰამედ ბინ-სალმანმა აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საუდის არაბეთმა დღეს ან ხვალ ეს თანხა ტრილიონამდე მართლაც გაზარდოს.„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბევრ კარგ რამეს აკეთებთ, კარგ საფუძველს ქმნით ეკონომიკური ზრდისთვის, შეერთებულ შტატებში ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე, მუშაობთ მსოფლიო მშვიდობისთვის. მჯერა, დღეს ან ხვალ ჩვენ გამოვაცხადებთ, რომ ვაპირებთ 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის თითქმის ერთ ტრილიონამდე გაზრდას“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.მოჰამედ ბინ-სალმანს დონალდ ტრამპმა მიმართა კითხვით: „შენ ახლა ამბობ, რომ 600 მილიარდი დოლარი ერთი ტრილიონი გახდება?“, – რაზეც მოჰამედ ბინ-სალმანმა უპასუხა, რომ ეს ასე მოხდება.

გოგა მანია 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს

2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით, ცეცხლოვანი ცხენის წელია, რაც ახალ ენერგიებს, გარდატეხებსა და სისწრაფეს მოასწავებს.ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ასეთი წელი 60 წელიწადში ერთხელ მოდის.როგორ უნდა შევხვდეთ ცხენის წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ?„60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ეს უბრალო ცხენის წელი არ არის. მას მოაქვს სიახლეები, ყველაფერ ცუდს უკან ტოვებს. იქნება წინსვლა წარმატებისკენ, ეს არის ძველის გაშვება, თავიდან დაბადება და ტრანსფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდეთ თბილ გარემოში.ახალი წლის სუფრაზე ნუ გექნებათ წითელი ხორცი, შეგიძლიათ ქათმის ხორცი, ინდაური. აქვე მინდა დავამატო, საქართველოსთვის საოცარი წელი მოდის.ვის გაუმართლებს - გულწრფელ და კეთილ ადამიანებს.ვის გაუჭირდება - მათ ვინც არ იცის ემოციების კონტროლი და არის დისბალანსში და ცდილობენ, რომ ცუდით იმანიპულირონ. როგორც მოექცევით სხვას, ის ათმაგად უკან დაგიბრუნდებათ.მადლიერებით გავაცილოთ 2025 წელი და შევხვდეთ ცეცხლოვან ცხელის წელს მეტი სიყვარულით, დაფასებით და ადამიანობით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.

ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 23:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა.მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

მარგუს ცაჰკნა – საქართველოში რასაც ახლა ვხედავთ, არის იმავე მოვლენების დასაწყისი, რაც წლების წინ ბელარუსში დავინახეთ, ეს ძალიან საშიშია

ერთი წლის წინ ქართველ ხალხს სჯეროდა, რომ ხელისუფლება თავის დაპირებებს დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ შეასრულებდა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჰელსინკის კომისიაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.მისივე თქმით,  ესტონელი ხალხი მუდმივად განაგრძობს  ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის მხარდაჭერას.„დაახლოებით ერთი წელი ან ცოტა მეტი გავიდა, რაც საქართველოში ვიყავი. ეს არჩევნებამდე იყო და ვნახე ქართველი ხალხის დიდი მზადყოფნა. მათ იმ დროს სჯეროდათ, რომ ხელისუფლება შეასრულებდა თავის დაპირებებს დასავლეთსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ, თუმცა ეს უხეშად დაირღვა.ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ქართველ ხალხთან. ამ ათწლეულის განმავლობაში დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ რეფორმებს. რასაც ახლა ვხედავთ, მე ამ ხელისუფლებას ხელისუფლებას ვერ ვუწოდებ, ეს არის რეჟიმი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, არის იმავე მოვლენების დასაწყისი, რაც წლების წინ ბელარუსში  დავინახეთ. ეს ძალიან საშიში რამ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ესტონელი ხალხი მუდმივად განაგრძობს  ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის მხარდაჭერას“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად

მინდა, ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად. თავის დროზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარმადგინეს ნობელის პრემიაზე. ახლა ჩემი დროა, ეს ღირსეული ქართველი წარვადგინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.სააკაშვილი წერს, რომ მოუწოდებს სხვებსაც, ერთად დაუჭირონ მხარი მზია ამაღლობელის კანდიდატურას მშვიდობის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად.„საქმე იმაშია, რომ მე შევნიშნე მზია ამაღლობელის ხელში ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას წიგნი, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. რესა 2021 წელს ნობელიანტი გახდა, თუმცა უნდა ვთქვათ სიმართლე, მარია რესას არ უცხოვრია ნამდვილი დიქტატურის პირობებში.ფილიპინებში ბოლო ნამდვილი დიქტატორი იყო ფერდინანდ მარკოსი, მაშინ, როცა რესა ძალიან პატარა იყო. მარკოსი იყო სუპერკორუმპირებული, ძალიან ბრუტალური, მასობრივად ყრიდა ციხეში ოპონენტებს.მან ფილიპინების ოპოზიციის ლიდერი ბენინიო აკინო მოკლა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი, მიუხედავად მუქარებისა, დაბრუნდა ფილიპინებში. ხალხი აჯანყდა და მიუხედავად იმისა, რომ მარკოსს მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ის დაამხეს.რაც შეეხება მარია რესას, ის იყო ფილიპინების დამოუკიდებელი მედიარესურსის დამფუძნებელი და ამხელდა ფილიპინების შემდგომი პრეზიდენტების კორუფციას და ძალადობას, თუმცა ყველა ეს პრეზიდენტი არჩევნებით მოვიდა და წავიდა, ხოლო თავად რესა დაპატიმრებისთანავე გაუშვა ქვეყნის თავისუფალმა სასამართლომ.ამიტომ თუ შევადარებთ, მზია ბევრად მეტად იმსახურებს პრემიას, როგორც ქართული თავისუფალი მედიის ბრძოლის სიმბოლო და რეჟიმის მსხვერპლი.მოვუწოდებ სხვებსაც, შემომიერთდეთ და ბევრმა ერთად დავუჭიროთ მხარი მზია ამაღლობელის კანდიდატურას 2026 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად მშვიდობის დარგში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები