პარასკევი, მაისი 9, 2025

მამუკა მდინარაძე: რეზოლუციები უკიდურესად მიკერძოებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დოკუმენტებია

რეზოლუციები უკიდურესად მიკერძოებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დოკუმენტებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ასეთი ბევრი, ცოტა აბსტრაქტული სიტყვების გამოყენება რატომ სჭირდება ადამიანს?! იმიტომ, რომ მტკიცებულება როცა არ არსებობს, ასეთი შეფასებებით უნდა გადაიფაროს ეს ყველაფერი. აღქმა – „გულწრფელი სურვილების ნაკლებობა“, წარმოიდგინეთ რა შეფასებაში შევდივართ იმის გამო, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, იმ რეზოლუციებში წერია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს დასჯილი. ასეთი „სიმართლე“ წერია იმ რეზოლუციებში. ეს რეზოლუციები უკიდურესად მიკერძოებულია და საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული დოკუმენტებია. დოკუმენტში, სადაც წერია, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი, პოლიტიკურ თაღლითობაში დამნაშავე, რაც დაადასტურა ბეჭდით ევროპის სასამართლომ, უნდა იყოს გარეთ და სხვა ხალხი, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ ამ ქვეყნის გადარჩენაში უნდა იყოს დასჯილი, ასეთი „სიმართლით“ არის ნაკარნახევი ეს განცხადებები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე, რომ ოპოზიციასა და ზურაბიშვილს „ფეხი არ დაუცდეთ“: ჩემი ფეხი არის მყარი

ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 26 მაისთან დაკავშირებით  განცხადება  გააკეთა, სადაც ზურაბიშვილს და ოპოზიციას მიმართავს - „ფეხი არ დაუცდეთ“.„„ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ, ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ. დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა უნდა გადავარჩინოთ, მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ და არამხოლოდ ჩვენს თავს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით პირველი ექვსი თვის წინ, ერთი წლის და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ, როცა რამე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ ევროპულობას. იქ ვიქნებით ბევრი, დავანახვებთ ჩვენს თავს, ყველას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მოძღვრის განმარტება

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვაზე პასუხს დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.“ - განმარტავს დეკანოზი.

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქაშუეთის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა იმართება

ევროპის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები და მოქალაქეები ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ.ისინი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც იკრიბება და აღნიშნავს ევროპის დღეს.„ამ პროტესტის არსი სამწუხაროა, რომ არის საბრძოლი ის, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ევროპული ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალაუფლების მიმტაცებელი ივანიშვილი დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძვის არა მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, არამედ უკეთესი საქართველოსთვის, დღესაც ვიკრიბებით და აღვნიშნავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს სურთ დემონსტრირება, რომ მტკიცედ დგანან საქართველოს სადარაჯოზე და მათი სურვილია, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.„დღეს ევროპის დღეა და გვინდა დემონსტრირება იმისა, რომ გვსურს, საქართველო ბოლოსდაბოლოს გახდეს ამ ყველაზე ცივილიზებულ სახელმწიფოთა კონფედერაციის, ანუ ევროკავშირის წევრი. ასევე, იმის, რომ არ გავტეხილვართ, ისევ მედგრად, მტკიცედ ვართ და ისევ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.„ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

ბოლო სიახლეები