საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მდინარაძე პრეზიდენტს ურჩევს, მსგავსად აღარ იხუმროს.
„როდესაც პრეზიდენტი ამ ფორმით ამას აკეთებს, ყველაზე რბილად, რაც შემიძლია ვთქვა, შეიძლება იყოს ძალიან არაეთიკური. ეს ასეც გამოჩნდა. დასკვნები უნდა გამოიტანოს ხოლმე ასეთი ხუმრობის ავტორმა [ზურაბიშვილმა] იმის მიხედვით, ვის რა რეაქცია აქვს ამაზე. მარტო „ნაცების“ პატარა ბაბლი რომ იცინის, ესე იგი რაღაც პრობლემა გაქვს ამ ხუმრობაშიც კი. ამიტო სხვა დროს არ ვურჩევდი, ძალიან გულწრფელად”, – განაცხადა მდინარაძემ.
