მამუკა მდინარაძე: პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ, და არა შემთხვევამდე

Read Time:28 Second

მე „გავრისკავ“ და ვიტყვი, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ, და არა შემთხვევამდე. ნებისმიერი ფორმით ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს კადრები გადაღებულია შემთხვევის შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მოდით, ვნახოთ, თუ რას იტყვის „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ბექა ყორშია და იკადრებს თუ არა იმის თქმასაც, რომ ეს კადრები მანამდეა გადაღებული. იმ უწყვეტ, უფრო ვრცელ მასალაში, რომელსაც ჩვენი პრესსამსახური გაავრცელებს, ასევე არის კადრობრივი მინიშნება იმაზე, რომ კადრები შემთხვევის შემდეგაა გადაღებული. იქ ჩანს, რომ ოპერატორი წყალს სვამს, ჯდება, მოქალაქეების რეაქციებიც მეტყველებს იმაზე, რომ შემთხვევა უკვე მომხდარია“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქედის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდნენ
Next post მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო