პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ, ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად, პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს.
„ის რა „ნაცია“, პირველი სხდომის პარალელურად საკუთარი სახელი თუ სხვას არ დაუძახა. ასე იქნება, პირველი სხდომის პარალელურად ათასგვარ შეძახილს არ დაიშურებენ. ეს ჩავლილი ამბავია. ეს კინო ბევრჯერ ვნახეთ. უკვე იმდენად არასარიოზულია, ალბათ ამაზე რეაქციაც არ უნდა გვქონდეს. დიახ, შეიკრიბება რამდენიმე ასეული თუ ათასი ადამიანი, მაგრამ ქვეყანა ვითარდება, ჩვენ წინ მივდივართ. ვართ უფრო მყარად, ვიდრე 2020 წელს ვიყავით, ვართ უფრო თავისუფლები ეროვნულ, დამოუკიდებელ ქმედებებში, ვიდრე 2020 წელს ვიყავით. ამის გამხელა დღეს უკვე შეიძლება. ამიტომ არის უფრო დაბალი და გაცილებით, შეუდარებლადაც კი დაბალი მუხტი, ვიდრე 2020 წელს იყო, მაშინ 2% იყო გაყალბებული, მათთვის რომ გეკითხათ, დღეს 300 ათას ხმაზე მეტია, მათ რომ ვკითხოთ. ამ არასერიოზულ ნარატივში გვიწევს ჩვენ შეყოლა, ამიტომ არის, რომ ჩვენ ირონია შეიძლება, ხშირად არ გვსიამოვნებდეს, მაგრამ ირონიის გარეშე ამ საკითხებზე ვერ ვსაუბრობთ, რა 300 ათასი ხმა? ამის გამპროტესტებლები იქნებიან პირველი სხდომის პარალელურად. პირველი სხდომაც ჩატარდება და ქვეყანაც განვითარებას განაგრძობს“, – განაცხადა მდინარაძემ.