მამუკა მდინარაძე რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით: პირველი – ჰიბრიდული ომის წარმოების ყველა ნიშანი იყო, მაგრამ ამავდროულად ამას გაძლიერებულად ერთვოდა პანიკის დათესვის, დეზორგანიზების მცდელობა მთელი ძალითა და ღონით. ლექსებიც კი მიუძღვნეს პრიგოჟინს და მხარს უჭერდნენ მას. მე მგონი აქ კომენტარებიც ზედმეტია. ჩემი კომენტარი ამას ვერც დაამძიმებს, ვერც შეამსუბუქებს. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვნახოთ ფაქტები – რა კამპანია მიდიოდა მთელი დღის განმავლობაში და დასკვნებს საზოგადოება მარტივად გამოიტანს“, – განაცხადა მდინარაძემ.