სამშაბათი, მაისი 13, 2025

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის რევოლუციური სცენარის საზოგადოებისთვისაც მოძველდა

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის რევოლუციური სცენარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვისაც მოძველდა. მათი განცხადებებისა და ქმედებების ობიექტური ანალიზით, ყველა დავრწმუნდით, რომ მათი მიზანი განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის, შეთანხმება არც არასდროს ყოფილა, არასდროს ყოფილა კონსტრუქციულობა, არასდროს ყოფილა მოქმედება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენც და საზოგადოებაც ელოდა, რომ ისინი კვლავ რევოლუციური სცენარების დაანონსებას დაიწყებდნენ. პირველი – ქვეყნისთვის საბედნიეროდ და მათთვის სამწუხარო, მათ არ აქვთ რესურსი, რომ რაიმე სერიოზული არეულობა შემოიტანონ ჩვენი ქვეყნის დღისწესრიგში. ორი პარტიაა ძირითადად ამ სცენარის ავანგარდში, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. „ევროპული საქართველო“. დანარჩენი პარტიები ვალდებულია არიან პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: მიჰყვებიან თუ არა ამ რადიკალურ ძალებს რევოლუციურ სცენარში. ეს იქნება მათი ამომრჩევლის წინაშე, უპასუხონ ერთ-ერთ მთავარ კითხვას. მათ მოვუწოდებ ზუსტად გასცენ პასუხი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მიჰყვებიან თუ არა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს რევოლუციურ სცენარში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – მსურს გარიგება ირანთან, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს მშვიდობიან წინადადებას, არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.GEO11-ის შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ტროპარი, ხმა 4 ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად. ლოცვა ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარკო რუბიო სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.„დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა,  სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.

ტრამპმა სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. ამის შესახებ მან საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.„მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი“, – თქვა ტრამპმა.ტრამპის თქმით, აშშ-ის სირიაში სტაბილურობისა და მშვიდობის ხილვა სურს.„სირიას, რომელმაც ბევრი ტანჯვა და სიკვდილი ნახა, ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში. ეს არის ის, რისი ხილვაც სირიაში გვინდა“, – განაცხადა ტრამპმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში შეხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს.„ყველგან, სადაც შეგვიძლია, ჩემი ადმინისტრაცია მიისწრაფვის მშვიდობიანი ჩართულობისკენ და სთავაზობს მეგობრობის ძლიერ და საიმედო ხელს ყველას, ვინც ამას კეთილსინდისიერად მიიღებს“, – თქვა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები