0 0
Read Time:36 Second

თამამად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინო ლომჯარია და სალომე ზურაბიშვილი ხელს თუ შეუშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს, თორემ ხელს ვერ შეუწყობენ და არ შეუწყობენ შეგნებულად. სტატუსის მიუღებლობაზე აქვთ მთელი გეგმები აწყობილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მას კითხვა დაუსვეს ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„ადამიანი, რომელიც შარშან ამბობდა, რომ სწორად არ მოგვცეს სტატუსი და წელს ამბობს, რომ მხოლოდ ფორმალურად ვასრულებთ რეკომენდაციებს და პასუხს არ სცემს, უკვე რამდენიმე დღეა, კითხვას, რომ დღევანდელი მოცემულობით საქართველო რეალურად იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, რომ მისი ვიზიტი და ვოიაჟი რას შეიძლება ემსახურებოდეს მარტივი აღსაქმელი და მისახვედრია, ამას ყველა ხვდება“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები