ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

მამუკა მდინარაძე: მეასედ ვიმეორებ, ამის დავიწყება თავზე ხელის გადასმას ნიშნავს „ნაცებისთვის“, მაგალითად, „ისკანდერის“ ნაწილი რომ დამალეს

გუნდს ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კომისია. ეს კომპლექსური საკითხია, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აგვისტოს ომის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მას, როგორც მოქალაქეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.

„მე პირადად, დიდი სიამოვნებით დავსვამდი რამდენიმე კითხვას, რაც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს. შეიძლება მე და ბატონ ფრიდონს ცოტა სხვადასხვა მიმართულებით გვქონდეს ეს კითხვები, მაგრამ ამის გამოც იყო საყვედურები ჩვენი მისამართით, რომ „ოცნება“ ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს“. რაც გასაბედია, ყველაფერს ვბედავთ. მგონია, პრობლემა არ გვაქვს, ბოლო დროს განსაკუთრებით. მაგრამ რაღაც საკითხებზე შეიძლება მორიდება ჯობდეს ამ საკითხებზე საუბარს.

დღესაც, ამ ეთერში დავსვამ შეკითხვას და გარანტიას გაძლევთ, პასუხად ხვალ დილიდან ისევ მივიღებთ [რუსეთს]. პასუხი როცა არ აქვთ, გაჰკივიან რუსეთს. რატომ მოხდა ისე, რომ სტრასბურგი და ჰააგა საწვალებელი გახდა? მეასედ ვიმეორებ, მაგრამ არ შეძლება ამის დავიწყება. ამის დავიწყება თავზე ხელის გადასმას ნიშნავს „ნაცებისთვის“. მაგალითად, „ისკანდერის“ ნაწილი რომ დამალეს. დამალული რას ჰქვია, ამერიკელებთან იყოო. ლოგიკა და არგუმენტი ნახეთ? „ისკანდერის“ ნაწილს ამერიკელებთან რა უნდოდა? რა პასუხია? ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო, სულ რომ ოჯახის წევრთან ყოფილიყო, უახლოესთან (და გასაგებია, რომ უახლოეს პარტნიორთან იყო) რა მნიშვნელობა აქვს? რატომ გაატანე? ვის გაატანე? უნდა წარგედგინა საქმეში და გაატანე სხვას, ვინც არ უნდა იყოს ეს სხვა. ანუ, დამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, შემდეგ ჩვენი მოსაძიებელი გახდა და იუსტიციის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამაში. მთელი სისტემა იყო ჩართული ამ მთავარი მტკიცებულების მოპოვებაში და დღეს რაღაც რომ მოხდება, რუსეთუმეებო, ჩვენკენ იშვერენ ხელს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზნები და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად ზოგს ბოიკოტი და საბოტაჟი, ზოგს კი არჩევნების გზა მიაჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას საერთო მიზნები აქვს, თუმცა შესაძლოა, განსხვავებულად ხედავდნენ ამ მიზნების განხორციელების გზას.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია გარედან მიღებული ინსტრუქტაჟით მოქმედებს.„ოპოზიცია დაკარგულია სივრცეში. მათთვის პოლიტიკური სივრცე არ არსებობს. აქვთ ერთადერთი სცენარი – რომელიც საქართველოში არ დაწერილა – როგორმე ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რაც რუსეთის ძალების დივერსიფიკაციას მოახდენს და ევროპის მიმართულება შერბილებული იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. ეს არის იდეა და აზრი. მამუკა ხაზარაძეს და სხვებს მიაჩნიათ, რომ ამ აზრის განხორციელება არჩევნების გზით შეიძლება. დიდი შეცდომაა დაშვებული, რომ მანდატები არ გამოიყენეს. ზოგს მიაჩნია, რომ საკუთარ მიზანს ბოიკოტით და საბოტაჟით მიაღწევს. მათ შორის სხვაობა ეს არის, თორემ არც მიზანი, არც იდეა და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა. ვიხილეთ კიდეც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო...

ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირ-ზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ბოლო სიახლეები