კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამიტომ არის მმართველი გუნდი დაუმარცხებელი.
„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების. ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები. ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე.