„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება მამუკა მდინარაძის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო“, – წერს მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში, გარდაცვლილი იპოვეს.