ორშაბათი, მაისი 12, 2025

მამუკა მდინარაძე: ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს იმის გამო, რომ ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან იცავს, ამის იმედი უნდა ვიქონიოთ

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან, ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს იმის გამო, რომ თავის ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან იცავს, ამის იმედი უნდა ვიქონიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყოველთვის, როდესაც საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს ამ წარმატებაში ხელი შეუშალოს.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც არსებობენ ისეთი ძალები, რომლებსაც არ უნდათ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„სამწუხაროდ ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ყოველთვის როდესაც საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას ხოლმე, ომისა და ღალატის პარტია და ეს სახელი აბსოლუტურად სამართლიანად დაერქვა მას, ნაცმოძრაობა და მისი განშტოება, ყველა ცდილობს, ამ წარმატებაში ხელი შეუშალოს. გაგახსენებთ გავრცელებულ ინფორმაციას ლობისტებისთვის მილიონ ნახევრის გამოყოფის შესახებ, იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეწეროს წარმატება თუკი ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და არ მოხდეს ეს ჩვენი მმართველობის პირობებში. მეტი ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ არ შეიძლება. სამწუხაროა ის, რომ ეს არ არიან მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალები. როგორც ჩანს, არსებობენ ქვეყნის გარეთაც ძალები. ჩვენ ვისმენთ ხოლმე განცხადებებს, მის ავტორებზე მაქვს საუბარი მათ შორის, რომელიც რბილად რომ ვთქვათ ეჭვს წარმოშობს, რომ ქვეყნის გარეთაც არსებობენ ისეთი ძალები, რომლებსაც არ უნდათ საქართველომ მიიღოს დღეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს, უპირატესად და უფრო ადრე ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები და ამას თავადვე აღიარებდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბოლო სტატია რომ გამოქვეყნდა იმ ორგანიზაციის კვლევითაც კი ჩვენ ყველა პარამეტრით პრაქტიკულად წინ ვიყავით ჩვენ მეგობარ უკრაინაზეც, ჩვენ მეგობარ მოლდოვაზეც გაცილებით წინ ვიყავით და იმათი დასკვნები რომ ნახოთ, წლევანდელი, შარშანდელი, შარშანწინდელი, თქვენ ნახავთ, რომ შედარება არ არის. იმდენად ინტეგრირებულია საქართველო დღეს თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით. შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს რამდენიმე ასეული ადამიანი ევროკავშირის შესაბამის ერთადერთ სამხედრო სტრუქტურასთან ერთად მხარდამხარ მშვიდობისთვის ბრძოლაში ჩართული. საბედნიეროდ არ არის მარტივი ამბავი, საქართველო დარჩეს ამ სტატუსის მიღმა, რაც სამწუხაროდ მიზნად აქვთ დასახული, მაგრამ ამას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისათვის რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ის უფრთხილდება თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ეკონომიკას ჩამოქცევისგან, თავის ათასობით და ათი ათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია, საქართველო ვიღაცამ დასაჯოს და ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია

ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ატყუებდნენ.„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ლევან სანიკიძე – არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს, ევროპის დღის აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა

არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ამ ვითარებაში, როდესაც დემონსტრანტს აქვს კლასიკური პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის პოლიტმატიმრობის წინააღმდეგ საპროტესტო ბანერი გამოტანილი, არავის არ აქვს უფლება, საერთოდ არავის აქვს უფლება შეზღუდოს, მით უმეტეს, რაიმე სახის ცენზურა დააწესოს. ეს იყო ძალიან ცუდი, უსიამოვნო ფაქტი. ჩვენი ძალისხმევითაც ეს ძალიან უსიამოვნო შემთხვევა არის ამოწურული და პროტესტს ამით არ უნდა შეექმნას რამე დამატებითი პრობლემა. არ უნდა შევიტანმოთ დისონანსი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე, ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, შექმნა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატი და რომელიც არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა სანიკიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბუდაპეშტში კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია

კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიიზიტის შეფასებისას განაცხადა.მისივე თქმით, პუდაპეშტში იმყოფება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, ასევე კანდიდატი ქვეყნის დელეგაციები.„რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გვექნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობას ეხება, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალთან და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინც და მაინც მეგობრული ჩვენს მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს“,- განაცხადა სამხარაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მახათას მთაზე საზეიმო წირვა-ლოცვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან.ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება აქვს, მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი.„ხატი შეიქმნა „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და დაკვეთით.გასულ წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად გაიგზავნა რომში, ფლორენციასა და ბარში. 12 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაბრძანდება.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებით „წმინდა სამების ტაძრის შემდეგ, ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი“.2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 100,000 ადამიანმა. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1,120,000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება.ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით დასრულდა კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.საზეიმო წირვის შემდეგ ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადაეცემა „საზოგადოება ივერიისას“ სპეციალური ჯილდო - ოქროს ჯვარი (მახათას ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი) და საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი. მერაბ კოკოჩაშვილი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღმშენებლობის საქმეში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.

„როიტერი“ – „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა. „როიტერის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაციის Firat News Agency-ისგან გახდა ცნობილი.როგორც მანამდე, 9 მაისს, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განაცხადა, კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. მედიისთვის კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ დაშლასა და განიარაღებას ეხება.27 თებერვალს ქურთების პარტიის ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, რომელიც 1999 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პირველ მარტს ქურთისტანის მუშათა პარტიამ გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა დაამატა პირობები, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.როგორც მედიისთვისაა ცნობილი, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში, ორ ადგილას ჩატარდა. ჯგუფი 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. ის ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული თურქეთისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ.

ბოლო სიახლეები