გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძემ კოლეგებს “საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით შეთავაზებული ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს პარლამენტში და თვითმმართველობის ორგანოებში. ამას უნდა შევუწყოთ ხელი და ამის სტიმულირებაზე ვიფიქროთ. მჯერა, რომ ძალიან მალე საქართველოში აღარ იქნება საჭირო რაიმე მასტიმულირებელი ღონისძიებები იმისთვის, რომ ქალთა წარმომადგენლობა იყოს გაზრდილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტი სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს იხილავს.