ეამაყება, როდესაც ხედავ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი უძღვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეა.
„გეამაყება, როდესაც ხედავ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ქართველი უძღვება და როდესაც ეს ქართველი ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეა – განსაკუთრებით!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
სტრასბურგში, PACE-ის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ვიცე-პრეზიდენტად 25 იანვარს მეორე ვადით დაამტკიცეს. დღეს კობახიძე სხდომას ხელმძღვანელობს, რომელზეც კორონავირუსზე ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ.
