ფილმი “მანანა”, ეს იყო პირველი აღმაფრენა, პატარა ასაკში განცდილი დაუვიწყარი ემოციები. ურთიერთობა იმ დროის ვარსკვლავებთან. გადაღებების დროს გავხდი 12 წლის და ყველაფერი კარგად მახსოვს. სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია… რომელი ერთი ჩამოვთვალო, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობები იყვნენ, იყვნენ არაჩვეულებრივი პიროვნებები, მართლა ხელის გულზე მატარებდნენ. ისეთ გარემოში ვიყავი, შეუძლებელიც კი იყო, არ დამმახსოვრებოდა.
– ბევრი რამ. სხვანაირი გახდა თბილისი, შეიცვალა ხალხის ერთმანეთთან დამოკიდებულება. რატომღაც ბევრი აგრესია წამოვიდა, რომელიც ძველ დროში ნამდვილად არ იყო. იმ ასაკში ვარ, ძველი ყველაფერი კარგად მახსოვს და ახალთან შედარებას რომ ვაკეთებ, გული მტკივა. თბილი ურთიერთობა იყო, ყველანი ოჯახის წევრებივით ვცხოვრობდით, საოცარი მეზობლობა, მისალმება, მოკითხვები გვქონდა. სად წავიდა ეს ყველაფერი? ამაზე სულ ვფიქრობ, ეს აგრესია რამ მოიტანა? ამ ქალაქში ასეთი ხალხი არ ცხოვრობდა. ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. ჯავახიშვილის, ბარნოვის ქუჩებზე მცხოვრებლებზე ვამბობდით, ჩემი მეზობელიაო. ახლა მეზობლობაც აღარ არის, ვერ გაიგებ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ძველმა მეზობლებმა ბინები გაყიდეს, ზოგი გარდაიცვალა, თითქმის აღარავინ ცხოვრობს. ჩემი ახალგაზრდობის თბილისი მენატრება.
– პასუხისმგებლობა. ზოგს უზრდელობა, უხეშობა და აღვირახსნილობა ჰგონია. ბოლომდე თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. როცა შენ რაღაც ვალდებულებები გაქვს, როგორ შეიძლება ბოლომდე თავისუფალი იყო. თუმცა არსებობს არჩევანის თავისუფლება, როგორ იცხოვრო, როგორი იყოს ყოველდღიურობა. ვთვლი, რომ ზომიერებაა საჭირო, ზღვარგადასული თავისუფლებაც არ ვარგა.
– მამა მე და ჩემს დას ხშირად გვარიებდა. მანანას როლი რომ შევასრულე, მაშინ მითხრა, შენ ჩვეულებრივი ბავშვი ხარ, სხვებისგან არ განსხვავდები, ისე უნდა იცხოვრო, როგორც სხვები ცხოვრობენ, მანანას როლი თავში არ აგივარდესო.

