ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებით ჩანს, რომ შეჯახება ძლიერი იყო.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვლილი მამაა და შვილი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.

