პარასკევი, მაისი 9, 2025

მამაჩემს იძულებით ჩაასხეს პირში ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად გახსნილიყო ორგანიზმში. შემდეგ უკვე შეასახლეს გლდანის N8 საპყრობილეში. მამაჩემმაც გაიარა, ცემა-ტყეპით ე.წ. კორიდორი. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდ – ბესო ხარძიანი

ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო და რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, 2011 წლის 16 თებერვალს ბესო ხარძიანს იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რის შემდეგაც მოათავსეს გლდანის N8 დაწესებულებაში და მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური ძალადობა.

„2011 წლის 16 თებერვალს მამაჩემს აჩერებენ ვარაზისხევში, დაახლოებით იქ სადაც ესტაკადა მთავრდება, სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები. ეს 2011 წელია და ამდენი ვიდეოთვალი ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე და ათივე არის თანამშრომელი, მათ შორის ერთზე უნდა ვთქვა, დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვდით, ერთ-ერთი არის მესხი, რომელიც მამაჩემს პირში წამალს აყრიდა და თუ არ ვცდები სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც და მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ. იმიტომ არ ვიძახი რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს მას და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს ეს მე არაფერს არ მომცემს, უბრალოდ ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს.

მამაჩემი მარტო ბრძანდებოდა, გამოვიდა შეხვედრიდან და სადაც მოვყევი კონკრეტულად გააჩერეს და გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული ეგრეთწოდებული, მერე გავიგეთ ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, ბოდიში და ის გადმოაბრუნა უკან და მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება.

შემდეგ ორი საათის განმავლობაში ასეირნეს ქალაქში, რომ კარგად ორგანიზმში გახსნილიყო ეს ნივთიერება, გადაიყვანეს უკვე სადაც საჭირო იყო. იქ რა თქმა უნდა უკვე ამოუგდო ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს უკვე დროებით იზოლატორში. ესე დაიწყო.

შემდეგ უკვე 2011 წლის 18 თებერვალს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში. ვინც იმ დროს ციხეში იჯდა ალბათ ყველას ემახსოვრება ე.წ. კორიდორი, რომელიც მამაჩემმაც გაიარა, ცემა-ტყეპით, როგორც ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ე.წ. კარანტინში იჯდა და იმდროინდელი გლდანის ციხის კარანტინი ორი კვირით ყველა დამერწმუნება ვინც იცის და ვინც იქ ნამყოფია ძალიან დიდი დრო არის. ორი კვირა გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში. მათ შორის ერთი ჩემხელა ბიჭი ეჯდა მამაჩემს, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მერე გამოვიდა და შემხვდა, მამაჩემმა უთხრა შენხელა ბიჭი მყავს და გაეცანიო და რომ გამიცნო პირველი ის მითხრა, რომ ვინ ჰყავს მამაშენს ასეთი მტერი, ორი კვირა მოგვიწია ერთად ამ კარანტინში და მის გამო მთელ ამ პატიმრებს გვცემდნენო. რომ ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს ვუსვამდი, რა ხდებოდა რომ აღეწერა, ვთხოვე, რომ არ მოეყოლა ქალებისთვის ოჯახში და მე და ის ვსაუბრობდით ცალკე, სახლში მოვიდა ჩვენთან და გაგვცენო უბრალოდ. ამაზე პასუხი იყო რომ ღამის სამ საათზე მამაშენს როდესაც ეძინა შემოვარდებოდნენ – „ხარძიანი რა გაყვირებს?“, ამ დროს ეძინა მამაშენსო, გაჰყავდათო და მასთან ერთად რამდენიმე კაცსაც ხანდახან უწევდაო, რომ არ გამოჩენილიყო ისე თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი“, – განაცხადა ბესო ხარძიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

🎥„აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო…“ – თამუნა მდივანი მიმართვას ავრცელებს

დრამისა და კინოს მსახიობი, „ინფლუენსერი“ თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. @tamunamdivanმაპატიეთ ეს ცრემლიანი ვიდეო🙏♥️მადლიერი ვარ ყველა კომენტარისთვის ყველა ლოცვისთვის🙏♥️მიყვარხართ♥️ ♬ original sound - თამუნა მდივანი ცნობისთვის, გიორგი მდივანი გასულ კვირას, ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ბიჭის ნათლიამ დაწერა, გიორგის ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ბოლო სიახლეები