მამაპაპური! როგორ გავაკეთოთ ნიღაბი საკუთარი ხელით, როცა ქვეყანაში ნიღბები დეფიციტშია!

Read Time:46 Second

შინ დამზადებული სამედიცინო ნიღაბი არის ბამბის ნაწარმი, რომელიც ბევრისთვის ძალიან ნაცნობია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სამედიცინო განათლებას გასულ საუკუნეში იღებდა და ჯერ კიდევ არ არსებობდა ერთჯერადი ნიღბები.

დაგჭირდებათ:

მარლა, ზომით 90×60 სმ; 1 სმ სისქის ბამბა 15×15.

ბამბა უნდა მოთავსდეს ზუსტად მარლის შუაგულში და მარლა გადაკეცოთ ისე, რომ 3 ფენა გამოვიდეს (ზედა და ქვედა კიდეები შეუკეცეთ).

 

შემდეგ მარლის ბოლოები უნდა გაიჭრას შუაში, რომ მივიღოთ ორი წყვილი შესაკრავი ზონარი.

მარლის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 7 მ x 14 სმ ბინტი და 14×14 სმ ზომის ბამბა.

 

ბინტს მოაჭერით 60 სმ, ბამბა დადეთ ბინტის თავში და 4 ფენად გადაკეცეთ.

ასევე ბინტით დაამზადეთ 4 ცალი ზონარი და კუთხეებში მიაკერეთ.

ერთჯერადი სააფთიაქო ნიღბის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 2 საათისა, ხოლო თვითნაკეთი ნიღაბი შეგიძლიათ ატაროთ 4 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღაბი კი არ იცავს, პირიქით, ხელს უწყობს იმ ვირუსების გავრცელებას, რომლებიც მასზე დაგროვდებიან.

შინ დამზადებული ნიღაბი შეგიძლიათ გარეცხოთ ფხვნილით ან საპნით, გააუთოვოთ ორივე მხრიდან და ხელახლა გამოიყენოთ.

წყარო: ,,პრაიმტაიმი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არ აღენიშნება და არც ფილტვების ანთება აქვს
Next post გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა