აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 33 წლის სკოტ ალენ გარდნერმა საშინელი უპასუხისმგებლობა და გულგრილობა გამოავლინა, როდესაც თავისი ვაჟი, სებასტიანი, სამ საათზე მეტი ხნით მაღალი ტემპერატურის პირობებში მანქანაში დატოვა.
მედიის ცნობით, როდესაც მამაკაცმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ბავშვის სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია. ის გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და ბავშვის მიმართ უყურადღებობაშია ბრალდებული, რამაც მძიმე სხეულის დაზიანება გამოიწვია. მას გირაოს შეტანის უფლება აკრძალული აქვს.